კლარნეტზე დაკვრა

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კლარნეტი - ეს არის არასამამულო წარმომავლობის ინსტრუმენტი, ხოლო მასზე დაკვრა - მსოფლიოში ყველაზე მშვენიერი, საპასუხისმგებლო და ღირსეული მისია.

როგორც ამბობენ, ჩუმ-ჩუმად სწორედ კლარნეტზე დაკვრა ჰყვარებია სიგიჟემდე გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს, ორალიტიკოსს (ორაკულს) და ანალიტიკოსს, დიდ ბრძენთაბრძენს, ორგზის დოქტორს და სამგზის მაგისტრს რადიკალური ქოცოლოგიის დარგში, უდიდეს ასტროლოგს, მისანს, მოგვს, მაგს და საერთოდ ყველაფერს, რაც იკბინება, იკაწრება, ყვირის და ანათებს, სამყაროს უდიდეს რეპერს და ფილოსოფოსს, ჩიორა თაქის.

(მაგრამ ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, რომ კლარნეტზე დაკვრა დიდ ჩიორას მაინცდამაინც კარგად ვერ სცოდნია, ხოლო სალამურს ეგ თურმე ახლოსაც არ ეკარება, არ უყვარს თურმე სამამულო წარმომავლობის ინსტრუმენტები).

ამასწინათ თეა ზესტაფონსკი (იგივე თეა თუთბრის მუშტი და თეა უძლეველი) და ჩიო შეეჯიბრნენ ერთმანეთს კლარნეტზე დაკვრაში და თეამ მოიგო. საპრიზო ფონდი იყო საკუთარი ფეხით წასული მეფეების მიერ დიდი ხნის წინ დანატოვარი შიგთავსით სავსე კასრუკა, რომელიც გამარჯვებულს თავით უნდა გაეხეთქა. მართალია, თეამ ღირსეულად მოიგო, მაგრამ ჩიომ მეტოქეს გამარჯვებით ტკბობა არ აცალა და მსწრაფლ თავზე გადაიმხო სანუკვარი შიგთავსი.

ამიტომ ავტორს სერიოზულად მიაჩნია, რომ ყველამ - როგორც ქალმა, ასევე მამაკაცმა - განსაკუთრებით კარგად უნდა იცოდეს სხვადასხვა (უპირველეს ყოვლისა კი სამამულო წარმომავლობის) ინსტრუმენტებზე ვირტუოზული დაკვრა (განურჩევლად იმისა, თუ ვის ედო ეს ინსტრუმენტები წინათ პირში თუ კიდევ სადმე სხვაგან), მსგავსი შემდგომი შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით, როგორი გართულებებიცაა ბინძური კონკურენცია, სისხლდენა, დაკაწვრა, კბენა და ა. შ. რისთვისაც საჭიროა სექსუალური და ბაქტერიოლოგიური განათლების დანერგვა სკოლებში და სხვა აღმზრდელობით დაწესებულებებში.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები