კგბ

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კგბ (რუს: КГБ - Комитет Государственной Благотворительности) საბჭოთა კავშირში ყველაზე ცნობილი, დიდი და ფართომასშტაბიანი საქველმოქმედო ორგანიზაცია. მისი ქველმოქმედება იმდენად ცნობილია, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში დღემდე არიან შემორჩენილი ადამიანები, რომელთაც ახსოვთ მათ ხელში გატარებული წლების უბედნიერესი მომენტები.

მოღვაწეობა

მათი უმთავრესი ქველმოქმედება გამოიხატებოდა მოსახლეობის საგზურებით უზრუნველყოფაში სსრკ-ს ისეთ ცნობილ კურორტებზე, როგორებიცაა მაგადანი, ვორკუტა და ირკუტსკი. ამ კურორტების სანატორიუმებში სთავაზობდნენ უფასო საუზმეს, სადილს და ვახშამს, რომელიც შედგებოდა ისეთი ცნობილი დელიკატესებიდან, როგორიცაა შავი პური და ცივი წყალი. გარდა ამისა, მათ ჰუმანიტარულ მოღვაწეობაში შედიოდა განსაკუთრებულად დამსახურებული ადამიანების დაჯილდოვება სპეციალური ერთჯერადი ატრაქციონით სახელად "სწრაფი გზა სამოთხეში".
აგრეთვე ამ ორგანიზაციაში იყო გართობის და თამაშების განყოფილება, რომელიც აწყობდა სხვადასხვა თამაშებს და ვიქტორინებს. ყველაზე ცნობილი თამაშებია "დაასმინე შენი მეზობელი" და "მოძებნე სამშობლოს მტერი".

დაარსების ისტორია

ორგანიზაციის ისტორია იწყება მე-20 საუკუნის დასაწყისსში. მისი ფუძემდებელია ცნობილი ქველმოქმედი და იუმორისტი მეტსახელად "პოლონელი ფელიქსა". მისი შრომის შედეგია ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბება და დაკომპლექტება გამორჩეული ადამიანთმოყვარე და იუმორის გრძნობის მქონე თანამშრომლებით. სწორედ მაშინ ორგანიზაციას დაერქვა მისი პირველი სახელი: "ჩკ" (რუს: ЧК - Человеколюбивая Комиссия).
თავის არსებობის პერიოდში, მის ხელმძღვანელობაში იყო ბევრი გამოჩენილი პიროვნება, მათ შორის: ჰენრიხ იაგოდა, ნიკოლოზ ეჟოვი, ლავრენტი ბერია. სწორად მათი ხელმძღვანელობის პერიოდში შეიქმნა ზემოთაღნიშნული ატრაქციონი, რომლის მონაწილე გახდა ასიათასობით ადამიანი.

მოძიებულია „http://chiti.ge/pedia/index.php?title=კგბ&oldid=59867-დან“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები