კახა ბენდუქიძე

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კახა ბენდუქიძე - იგივე "ბენდუქიძე იუდა" ან უბრალოდ "იუდა" არის ნობელის პრემიის ლაურიატი სამშობლოს ღალატსა და გაყიდვაში, ქართველი პროლეტარიატის ყველაზე დიდი მტერი, სატანისტური ეკონომიკის ფუძემდებელი და ქართული ტრადიციული საგანმანეთლებლო სისტემის შემარცხვენელი მსოფლიოს ასპარეზზე.

საქმიანობა

როგორც ყოველი ქართველი ადამიანი იუწყება, იუდა არასოდეს არ კმაყოფილდება, მან უნდა გაყიდოს ყველაფერი რაც დიად გრუზინებს ეკუთვნით და ამით იშოვოს უზარმაზარი ფული. ზოგი წყარო მის გასუქებას იმით ხსნის, რომ მან ეშმაკს საქართველო ჯოჯოხეთის სასადილოს ერთწლიანი უფასო მომსახურების კუპონზე გაუცვალა. ასევე ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, 1996 წელს, ქართველი ერი შრომისმოყვარე იყო, ხოლო იუდამ 1997 წელს ამ ხალხს ეს ნიშან-თვისება მოპარა და ბირჟაზე შვეიცარიას მიჰყიდა.

მედია

იუდას მედიაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს. ბოლობოლო არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ მხოლოდ მისი წყალობით, სამყაროში რენესანსი (თავიდან დაბადება) განიცადა პითაგორას არშემდგარი ექიმი ძმის თეორემამ კათეტერების შესახებ.

ასევე ცნობილია ის ფაქტი, რომ მან ცნობილი პროექტის "ცეკვავენ ვარსვლავების" პირველი შოუშიც მიიღო მონაწილეობა მის მეწყვილე ინგა გრიგოლიასთან ერთად. მან იქ რაჭული იცეკვა. თუმცა შოუ არ გავიდა ეთერში, რადგან ჩერტკოევის შენიშვნის შემდეგ, იუდამ ის თავისი საყვარელი რუსული გამოთქმით მამაკაცის გენიტალიაზე გააგზავნა.

იმის გათვალისწინებით, რომ ქართველი ჟურნალისტები ძალიან მომზადებული ხვდებიან მას, იუდა აგებს ყველა დებატს.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები