კაზანტიპი

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კაზანტიპი (ასევე ცოდვის რესპუბლიკა, ასევე თანამედროვე სოდომი და გომორი, ან კვაზისექტანტური ორგანიზაცია) - ყოველწლიური აღვირახსნილობისა და ტრადიციების გათელვის ფესტივალი, რომელიც ძირს უთხრიდა უკრაინის ერთიანობას 1923 წლიდან 2013 წლის ჩათვლით. ამ 90 წლის განმავლობაში, კაზანტიპმა შეძლო და წაართვა უკრაინას ყირიმის ნახევარკუნძული, ხოლო ამჟამად იგი ცდილობს საქართველოს ანაკლია, ეროვნულობა, ტრადიციები, ღირსება, მეობა, რაობა და რწმენა წაართვას.

სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ 20-30 აგვისტოს განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიაზე იქნება ძლიერი მიწისძვრები, ცუნამები, წყალდიდობები, მეწყერები და ჭექა-ქუხილი, რაც დაკავშირებულია, რაღა თქმა უნდა, კაზანტიპთან.

გრუზინები აცხადებენ, რომ ნაკაზანტიპარ გოგოს ოჯახში არ შემოუშვებენ, და მით უმეტეს, არც ცოლად მოიყვანენ, თუმცა, აღსანიშნავია რომ გრუზინი გოგოები ვერ მიდიან კაზანტიპზე. კი უნდათ, მაგრამ მეზობლები რას იტყვიან?! ასევე აღსანიშნავია, რომ ამ ფესტივალზე გრუზინი გოგოები, ისინი, ვინც წინ აღუდგნენ მეზობელთა აზრს, აპირებენ იბანაონ ჯინსის შარვლებითა და მაისურებით.

წინასაკაზანტიპო ციებ-ცხელება განსაკუთრებით შეინიშნებოდა ბანკებში, სადაც იპოთეკით ტვირთავდნენ სახლებს, ბინებს, მანქანებს. ალომბარდებდნენ ტელეფონებს. იღებდნენ სესხებს და ა.შ. ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ გრუზინ ბიჭებს პორნო საიტებზეც კი არ უნახავთ 16000 წყვილი უკრაინული წარმოების ძუძუ.
აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ ქართულ ლექსიკონში სიტყვა კაზანტიპი მალე უმნიშვნელოვანეს ადგილს დაიკავებს და ჩაანაცვლებს სიტყვებს: აღვირახსნილობა, გარყვნილება, სექსი და ა.შ.
ფართოდ გამოყენებადი გახდება ფრაზებში როგორებიცაა: "დღეს ძალიან კაზანტუპურად გამოიყურები" "ეს რა კაზანტიპობაა!" "გუშინ მაგარი ნაშა მივაკაზანტიპე" "სულ გამოვკაზანტიპდი" და ა.შ. ამ საკითხმა დიდი განხეთქილება გამოიწვია პარლამენტში და დღემდე მწვავე დავა მიდის ამ თემის გარშემო.

ქართველი რაინდები და კაზანტიპი

განსაკუთრებით არ მოეწონათ კაზანტიპის ჩატარების იდეა ქართველ რაინდებს, რომელთა მხედარმთავარი ლევან ვასაძე გახლავთ. ლევანის მხედარმთავრობით საქართველოს ტერიტორიაზე იმართებოდა საპროტესტო აქციები, კაზანტიპის პირისაგან მიწისა აღკვეთის მიზნით.

"ეს მხოლოდ მუსიკალური ფესტივალი არ არის. ეს კვაზისექტანტური ორგანიზაციაა, სადაც ნარკოტიკების მასობრივ მოხმარებასა და ჯგუფურ გახრწნილებას აქვს ადგილი. ეს სისაძაგლე სჭირდებათ იმ ქვეყნებს, რომელთაც სხვა არაფერი აქვთ შესათავაზებელი ტურისტებისთვის. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი ქვეყანა, ზღაპრული ბუნებით, პოტენციალით და კულტურული და ეკოტურიზმი უნდა განვავითაროთ და არა ორგიების ტურიზმი. " - ლევან ვასაძე

ასევე, ლევან ვასაძემ აღმოაჩინა აფხაზეთის დაკარგვის ნამდვილი და უტყუარი მიზეზი: თურმე, გრუზინებს აფხაზეთი კაზანტიპად უქცევიათ, რის შედეგადაც დაუკარგავთ იგი.

ჩიტიციტატა

  • "კაცი შინ არ ვარგოდა, კაზანტიპზე გარბოდა"
  • "რაც ხდება კაზანტიპზე, მაგას ვინღა დატოვებს კაზანტიპზე"
  • "გოგო რომ კაზანტიპზე წავა, ის მერე სხვაგანაც წავა"
  • "ვასაძემ თხარა თხარაო, კაზანტიპი გამოთხარაო"
  • "კაზანტიპზე ნამყოფსა, რა გაგათხოვებს ქალაუ"
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები