პირსინგი

ჩიტიპედია გვერდიდან
(გადმომისამართდა იუზერი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საკმაოდ არც თუისე დიდი ხნის წინათ, პირსინგი ჩვენს ქვეყანაში ითვლებოდა საკმაოდ უცხო და ეგზოტიკურ, სხეულის ამა თუ იმ ნაწილის გასაფორმებელ საშუალებად. დღეს კი ის არის მოდური და პოპულარული.

პირსინგი წარმოადგენს სამკაულის მოთავსებას ამა თუ იმ ნახვრეტში, რომელიც კეთდება კათეტერის მეშვეობით კანში. პირსინგი ბოდი არტის ერთ-ერთი განშტოებაა.

შემიძლია თამამად ვთქვა რომ პირსინგით ძირითადად გატაცებულები არიან მოზარდები. ახალგაზრდები ყოველთვის ეძებენ საშუალებას იყვნენ გამორჩეულები და განსხვავებულები, ხაზი გაუსვან თავიანთ ინდივიდუალიზმს.

სარჩევი

ცოტაოდენი მისი მომდინარეობის შესახებ

თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ პირსინგი მოდის უძველესი დროიდან და წარმოადგენს იმ დროიდან სხეულის მორთვის ერთერთ მეთოდს. მაგალითად ეგვიპტეში ჭიპის გახვრეტვა მიუთითებდა ფარაონთან დაახლოებულ პირზე.

სამკაულების ძუძუს თავებზე კეთება კი დაიწყეს რომაელებმა. რომლებსაც ჰქონდათ მაღალი სამხედრო წოდება. ისინი წარმოადგენდნენ ცეზარის პირად დაცვას. ძუძუსთავებში გაყრილ რგოლებზე მათ დამაგრებული ჰქონდათ მოკლე მოსაცმელები.

პირსინგის სახეები

ყურის, წარბის, ცხვირის, ტუჩის, ენის, ლოყის, ძუძუსთავების, ჭიპის, სასქესო ორგანოების და უბრალო კანის ადგილები. ხშირად აქვთ კითხვა. რისთვის არის ინტიმური პირსინგი? მე გეტყვით: ინტიმური პირსინგი არ არის უბრალოდ სამკაულით შემკობა. ეს ამძაფრებს სექსუალურ შეგრძნებებს საპირისპირო სქესის პარტნიორთან მიმართებაში. მათი სხვადასხვა ადგილმდებარეობით პარტნიორებს შეუძლიათ განიცადონ ბევრი უცხო სასიამოვნო შეგრძნება.

როგორ კეთდება პირსინგი?

პირსინგის პროცედურა არც თუ ისე რთული და მტკივნეულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. აქ მთავარია მიმართოთ გამოცდილ პროფესიონალს.

უპირველეს ყოვლისა პროცედურა უნდა ჩატარდეს სტერილიზაციის ნორმების დაცვით. პირსერი(პირსინგის სპეციალისტი) ჯერ კარგად წმენდს გასახვრეტ ადგილს სპირტით ან სხვა სადეზინფექციო ხსნარით, შემდეგ ინიშნება გასახვრეტი 2 წერტილი და კეთდება ნახვრეტი ერთჯერადი სტერილური კათეტერით.

არსებობს უამრავი ფორმის სამკაული, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ადგილის პირსინგისათვის. არის ადგილები რომლებიც იხვრიტება ადგილობრივი გაყუჩებით.

თუ გაქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება და გინდათ პირსინგის გაკეთება, ჯობია ამის შესახებ წინასწარ გაესაუბროთ თქვენს პირად ექიმს და მხოლოდ შემდეგ მიმართოთ პირსერს.

პირსინგის გაკეთების და მოვლის წესები

პირველ რიგში, თუ გადაწყვიტეთ გაიკეთოთ პირსინგი, მიმართეთ მხოლოდ კარგ, სანდო სალონს(კვალიფიცირებული სპეციალისტით. პირსინგი არის უსაფრთხო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აკეთებს პროფესიონალი პირსერი. ამ პატარა ოპერაციების შესრულებისას აუცილებლად უნდა იყოს დაცული სტერილიზაციის ნორმები, წინააღმდეგ შემთხვევაში არის დიდი შანსი რომ თქვენს სხეულს სავალალო ზიანი მიაყენოთ

მოვლა

(ენის გარდა) არ უნდა დაგავიწყდეს რომ პირსინგის გაკეთების შემდგომ მოგიწევს მისი მოვლა მოშუშებამდე. ზუსტად უნდა დაიცვათ პირსერის მიერ მოწოდებული მოვლის წესები. ნებისმიერი ნახვრეტის გაკეთების შემდეგ 2 კვირა თავი უნდა შეიკავოთ: აუზის, საუნის, ტბის, მდინარის წყლისგან. დღეში 2-3 ჯერ უნდა დაიმუშავოთ მირამისტინის ხსნარით, შემდგომ მოიბანოთ ნელთბილი წყლით, შეიმშრალოთ სუფთა სალფეთქით და წაისვათ ლევომიკოლოს მალამო. მოვლა ხელს შეუწყობს თქვენს ნახვრეტს, მოშუშდეს გართულების გარეშე. მოშუშებული ნახვრეტი არ უნდა გაწუხებდეთ. თუ გრზნობთ რომ რაღაც გაწუხებთ,აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს . გართულების პირველი სიმპტომია სიწითლე ნახვრეტის გარშემო.ხდება ისეც რომ სამკაული ბეზრდება ან ვეღარ იტანთ.ამდროს უბრალოდ მოიხსენით სამკაული და ნახვრეტი დროთაგანმავლობაში დავიწროვდება,მის ადგილას კი შეუმჩნეველი წერტილის ზომის შრამი დარჩება. ენის პირსინგის შემთხვევაში გამოიყენება მხოლოდ მირამისტინის ხსნარი გაზავებული წყალში.1/3 მირამისტინის ხსნარს დავასხათ 2/3 წყალი და გამოვივლოთ ყოველი ჭამის,სიგარეტის მოწევის შემდგომ 1 კვირის განმავლობაში.ენის გახვრეტვისას იკრძალება ცივი, ცხელი, ცხარე, ძნელად საღეჭი საკვების მიღება. არარის რეკომენდირებული კოფეინის შემცველი სასმელის მიღება. იკრძალება ალკოჰოლური სასმელი, იგი ხელს უშლის ნახვრეტის მალე მოშუშებას,თან ერთვის არასასიამოვნო და შემაწუხებელი შეგრძნება ნახვრეტში. არ აწვალოთ საყურე ხელით. იმისათვის რომ თქვენი პირსინგი არ გაღიზიანდეს, ყურადღება უნდა მიაქციოთ აუცილებლად სამკაულის მეტალის სახეობას. არ შეიძლება ახალ ნახვრეტზე ვერცხლის ან უბრალო მეტალის საყურის გაკეთება, ეს გამოიწვევს გაღიზიანებას და შეიძლება გართულდეს. პროფესიონალები იყენებენ: ქირურგიულ მეტალს, ტიტანს, ოქროს, აკრილის და შუშის სამკაულებს.

მოძიებულია „http://chiti.ge/pedia/index.php?title=პირსინგი&oldid=2389-დან“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები