ირაკლი დონაძე

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დონაძე ტიბეტში, 1957 წელი. ფოტო გამოაქვეყნა შლუხენბოზენმა

ირაკლი დონაძე - (A.K.A. "რეჟისორა"; "ირუშა"; "Ika-Walker"; "სტენლი კუბრიკი". დაიბადა 1997 წლის 9 სექტემბერს) ქართველი კინორეჟისორი, Timens Group-ის დამფუძნებელი, პირველი მართლმადიდებელ-კაიბიწი.

სარჩევი

ადრეული ცხოვრება

ირაკლი ბავშვობაში. სურათი გადაღებულია იქამდე, სანამ ირაკლი კაიბიწობის ხელობას აითვისებდა

ოფიციალური ვერსიით, დონაძე დაიბადა 1997 წლის 9 სექტემბერს. ასე თუ ისე, შლუხენბოზენის მიერ გავრცელებული ვერსიის მიხედვით (რომელიც საკმაო პოპოულარობით სარგებლობს დონაძის აურაცხელ ფანებში) ირაკლი დონაძე დაიბადა შორეულ 1880-იანებში (ზუსტი თარიღის დასახელებისგან შლუხენბოზენი რატომღაც თავს იკავებს). 2 საათის ასაკში იგი მიხვდა, რომ მისი ადგილი აქ არ იყო. იგი გაიპარა საფრანგეთში, სადაც გაიცნო ძმები ლუმიერები. თუ ვენდობით ამ ვერსიას, ყველა ფილმი, რომლებიც ძმებმა გადაიღეს სინამდვილეში მოიფიქრა ზუსტად დონაძემ. ასევე მას მიუძღვის წვლილი კინოს გადაღების ტექნოლოგიების გამოგონებაში (რასაც, რათქმაუნდა ყველა უარყოფს). გაუგებარია, თუ სად დაიკარგა დონაძე 1900 წლიდან 2013 წლამდე. არსებობს მრავალი ვერსია, მაგრამ ყველაზე გავრცელებული მდგომარეობს შემდეგში: 15 წლის ასაკში დონაძემ გადაწყვიტა, რომ სამყარო მისი გენიისთვის ჯერ მზარ არ იყო, ამიტომაც მან დატოვა საფრანგეთი და ტიბეტში გაემგზავრა. ზუსტად იქ დონაძემ შეიძინა სულის უდიდესი სიმტკიცე და ძალისხმევა, რაზეც დაფუძნებულია მისი მომავალი ნაშრომები. ტიბეტში მან ჩამოაყალიბა ქართული ენის სასწავლებელი, რათა ფილმები ქართულ ენაზე გადაეღო. ტიბეტში მას იცნობდნენ წოდებით "Sleepwalker" (სლიფუოქერი - მთვარეული). მისი შემდეგი ფილმი ზუსტად ამ სათაურს ატარებს.სამწუხაროდ ამ ფილმის ვერც ერთმა ეგზემპლარმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. ოფიციალური ვერსიის მიხედვით, ფილმი თვით დონაძემ გაანადგურა, რადგან იგი ზედმეტად ძლიერი იყო. ფილმს იმდროინდელი მაყურებელი ვერ გაუძლებდა. მის შემდეგ ფილმს "დემონები იტყუებიან" ჰყავს უამრავი მიმბაძველი, მაგალითად, ქრისტოფერ ნოლანის "დასაწყისი" (Inception) დაფუძნებულია დონაძის ფილმზე, მაგრამ ამას არ აღიარებს. დონაძემ სასამართლოდან სარჩელი გამოიტანა და ნოლანს მხოლოდ ორი სიტყვა მისწერა ელ ფოსტაზე : "ღმერთმა შეგინდოს". 2011 წელს დონაძემ ნახა მხატვრული ფილმი "2012" სადაც არის სცენა, რომელშიც უზარმაზარი ტალღა ტიბეტის მონასტერს ანადგურებს. ამის შემდეგ დონაძე ტოვებს ტიბეტს და რწმენის შესუსტებას იმიზეზებს. საფრანგეთში წასვლას დონაძემ ამჯობინა საქართველოში დაბრუნება. ტიბეტიდან საქართველომდე ირაკლი ფეხით მოდიოდა. გზაში მან დაწერა ნაწარმოები "ფიქრი და გადაწყვეტილება", რომელიც დღემდე არ გამოქვეყნდა. შლუხენბოზენის ინფორმაციაზე დაყრდნობით ნაწარმოების პირველ თავის სათაურია "ამ ცხოვრების დედა მოვტყან". მომავალში, ამ ნაწარმოების მიხედვით, დონაძე გადაიღებს არა ერთ ფილმს.

კვირიკეს ბიჭები

ლია სალაყაია. კადრი ფილმიდან "კვირიკეს ბიჭები"

2013 წელს (ტიბეტიდან დაბუნებისთანავე) დონაძე იღებს ფილმს "კვირიკეს ბიჭები" რომელიც ფურორს ახდენს ვითომ მართლმადიდებლებთა გარემოში. "აუუ აი უყველაზემაგრესი ფილმია და არ აქვს მნიშვნელობა, რომ რეჟისორის ნათესავი და უახლოესი მეგობარი ვაარ!! გულზე მომხვდა და პირველი რასაც გავაკეთებ, რაც აქედან გავალ, ეგრევე წავალ ეკლესიაშიიი!! აუ მაპატიეთ, მარა ცრემლებს ვერ ვიკავეებ! იკა გვიყვარხააარ!!" - განაცხადა ვითომ მართლმადიდებლური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრმა - გუმბერ დონაძემ, ფილმის მსოფლიო პრემიერაზე, სეანსის შემდეგ. ფილმში წამოჭრილია სოციალურ, რელიგიური პრობლემები, როგორიცაა, სიგარეტის არ გამორთმევის, ეკლესიის წინ კაცისთვის ხელის არ დარტყმის, კაიბიწისთვის ფეხზე დაბიჯების, და გალობის სიძლიერის თემა. ფილმში ჩანს ლოკაციები: გუდამაყარი, ჩოხი, გერგეთი და ქაშვეთი. იმის გამო, რომ ჯერ კიდევ მაშინ, დონაძეს საქართველოში მტრები ჰყავდა, გადაწყვიტა ფილმი ახალ ზელანდიაში გადაეღო. ყველა სცენა, სადაც ეს ლოკაციები ჩანს, სინამდვილეში გადაღებულია ახალ ზელანდიაში. ეს იდეა დონაძეს პიტერ ჯექსონმა მოაწოდა. ისინი ჯექსონის კინგ-კონგის შემდეგ მეგობრობენ. ერთმანეთი, ზუსტად ამ ფილმის პრემიერაზე გაიცნეს. კვირიკეს ბიჭებში დონაძე ასევე მსახიობად გვევლინება, მაგრამ მსახიობურ პლანში უმთავრესი ფიგურა ლია სალაყაიაა, რომელიც საკუთარ თავს ასრულებს. იყო საუბრები იმაზე, რომ სალაყაია უნდა წარედგინათ ოსკარზე, მაგრამ, დონაძემ უარი განაცხადა. "მე არ გავუშვებ ქალბატონ ლიას სოდომ-გომორის სამშობლოში, რათა მიიღოს მონაწილეობა მეორეხარისხოვან, სულელურ კერპთაყვანისმცემლობაში (იგულისხმება ოსკარის დაჯილდოვება)". საბოლოოდ, დონაძემ მიიღო "წმინდა ანდრიას ჯვრის" ჯილდო საუკეთესო რეჟისურაში..

კვირიკეს ბიჭების შემდგომი შემოქმედება

მას შემდეგ, რაც "კვირიკეს ბიჭებმა" მიიღო საერთაშორისო აღიარება, დონაძეს მიეცა საშუალება დაკავებულიყო კომერციული პროექტებით, მაგრამ ამ შესაძლებლობას რეჟისორი მხოლოდ რამდენიმე ფილმის შემდეგ იყენებს. კვირიკეს ბიჭებს მოყვა ფილმი "252". ფილმის გადაღება მიმდინარეობდა 7 თვე. ფილმს სატირის ჟანრშია გადაღებული და გვაჩვენებს ებრაული დიასპორის მოგზაურობას, ჯერ ამერიკაში, შემდეგ რუსეთში. მთავარი გმირი, რომელიც ასახავს ებრაულ დიასპორას, ფილმის ბოლოს ჯდება ტოიოტას ჯიპში (ნომერი კი 252-ია). აქედან გამომდინარე, ებრაული დიასპორა ფილმის ბოლოს იაპონიაში რჩება. ამ სვლით რეჟისორი ურჩევს ქართველ ებრაელებს, რომ სასწრაფოდ გადასახლდნენ იაპონიაში, რადგან საქართველოს დღეები დათვლილია. ფილმმა მოიპოვა უდიდესი პოპულარობა, რამაც განაპირობა გაგრძელების გადაღება (მაგრამ, ამაზე მოგვიანებით).

ნიკა ნადარეიშვილი და კაიბიწობის შეთვისება

დონაძე კაიბიწის ამპლუაში (სიგარეტის მოწევის პროცესში)
ნიკა ნადარეიშვილი. გადაღებულია დონაძის მიერ, გაცნობის დღეს

2013 წლის მიწურულს ქუჩაში მიმავალი ირაკლის იქვე მიმავალმა ნიკა ნადარეიშვილმა სიგარეტი სთხოვა. ირაკლის შერცხვა იმის აღიარება, რომ არ ეწევა (ვინაიდან ნიკათი მოიხიბლა). ნადარეიშვილმა ჰუმანურობა გამოიჩინა და ირაკლი სიგარეტზე დაპატიჟა. აქედან იწყება ირაკლი დონაძის კაიბიწობა. ამავდროულად იგი პირველი მართლმადიდებელ-კაიბიწი გახდა. სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ფოტოები, სადაც დონაძე სიგარეტს ეწევა. მისმა ფანებმა ეს ფაქტი აიტაცეს. ამ პერიოდში დაფიქსირდა დაახლოებით 252 შემთხვევა სიგარეტის გასინჯვისა. რათქმაუნდა 252-ივე, ირაკლის ფანი იყო. სულ ცოტა ხნის შემდეგ დონაძე და ნადარეიშვილი საუკეთესო მეგობრები გახდნენ და ერთად რამდენიმე ფილმი გადაიღეს. მათ შორისაა ტრილოგია ("The Satan"; "The Left Hand"; "The Freedom"); "ნამდვილი სიყვარული" (რომელსაც რამდენიმე სიქუელი მოჰყვა); "ქალაქელი სოფელში" და ა.შ. ამ ფილმების თემა და მორალი იმდენად ღრმაა, რომ თვით შლუხენბოზენიც კი ვერ ჩაწვდა ბოლომდე. თვითონ რეჟისორი ამ ფილმებზე საუბრისგან თავს იკავებს (რათქმაუნდა, ისევ და ისევ მაყურებლის საკეთილდღეოდ). არტურ კონან დოილის წარუმატებელი ეკრანიზაციის შემდგომ, რომელიც ფინანსური პრობლემების გამო ჩავარდა (ჰოლმსის და უოტსონის როლებს დონაძე და ნადარეიშვილი ასრულებდნენ), დონაძემ და ნადარეიშვილმა გადაიღეს წარსული სუპერჰიტის "252"-ის გაგრძელება, სადაც ახალი პერსონაჟები ჩნდებიან. რომლებსაც თვითონ ასრულებენ. პირველი სერიისგან განსხვავებით, "252 II" არ ატარებს სატირულ ხასიათს. ფილმში რამდენიმე სასიყვარულო სცენაა. ორივე ფაქტი განაპირობა დონაძის "კაიბიწურ" ცხოვრებაზე გადასვლამ. ასევე არსებობს ვერსია, რომ ამ ფილმში ჰომოსექსუალიზმის თემაა წამოჭრილი (იგულისხმება სცენა, სადაც დონაძის და ნადარეიშვილის პერსონაჟს ეღვიძებათ ერთ საწოლში), თუმცაღა ეს მხოლოდ ვერსიაა.

"ჯამბაზი" და "Landmine Goes Click"

2014-ში დონაძე იღებს ფილმს "ჯამბაზი" რომელშიც ასახულია დაბადების დღეების ცენტრების პრობლემა. ფილმი დააფინანსა ჰოლივუდის ცოცხალმა ლეგენდამ - ლევან ბახიამ. არის ვერსია, რომ ფილმისთვის გამოყოფილი იყო 500 მილიონი დოლარი, მაგრამ დონაძემ გამოიყენა მხოლოდ 1000 დოლარი. დანარჩენი გადარიცხა ბავშვთა სახლების ქსელში, რომელიც დღეს უკვე მის სახელს ატარებს ("Irakli Donadze's abandoned children's Home). იგივე ბახიამ შესთავაზა დონაძეს, გადაეღო ფილმი "Landmine Goes Click". მან უარი განაცხადა, რადგან ამ მომენტში ნადარეიშვილთან ერთად ახალ, მეგა პროექტზე მუშაობდა. საბოლოოდ, დონაძე ფილმის კონსულტანტი გახდა. რეჟისორი თვითონ ბახია იყო.


Timens Group

Timens Group-ის ლოგო.
"ბინა 24"-ის მთავარი გმირის შემსრულებელს, შოთა ჯაბაურს კინოკრიტიკოსები ადარებენ ჰიტ ლეჯერს, ენტონი პერკინსს და ჯეკ ნიკოლსონს. (მისი შემზარავი თამაშის მანერის გამო)

პარალელურად დონაძემ და ნადარეიშვილმა დააფუძნეს კინოკომპანია "Timens Group" იგივე "Timens Life" (მედროვეთა ცხოვრება). ჯგუფს მყისიერად გაუჩნდა უამრავი ფანი. მათ შორის პოტენციური ინვესტორებიც. მათ შორისაა ქუთაისელი მულტიმილიონერი და პარტია "ყლეპროჭაობის" ლიდერი სერგო ბაბურაშვილი , რომელმაც ჯგუფის ანგარიშზე 69 მილიარდი დოლარი გადარიცხა. Timens Group-ს ეკუთვნის ისეთი ჰიტები, როგორიცაა "ბინა 24"; "არაფერია იდეალური"; და მათი ყველაზე წარმატებული ფილმი "წყაულა". ეს უკანასკნელი ჰორორის ჟანრისაა. როგორც მისი ყველა ფილმი, წყაულაც გამოირჩევა უდიდესი სიღრმისეულობით. ძირითადი ვერსიის მიხედვით, წყაულაში ნაჩვენებია ისტორია იმისა, თუ როგორ წარმოიშვა პორნო-ინდუსტრია. ეს ვერსია ფილმის ბოლო სცენაზეა დაყრდნობილი, რომელშიც დონაძის პერსონაჟს კართან ხვდება კოლოფი, რომელშიც დევს ნადარეიშვილის პერსონაჟის სასქესო ორგანო კამერასთან ერთად. წყაულა პირველი ქართული საშინელებათა ფილმია. მსოფლიო პრემიერაზე, სეანსის დროს გარდაიცვალა 5 მაყურებელი. მიზეზად დასახელდა ზედმეტად საშიში კადრები ფილმში. ხუთივეს პანაშვიდი და დაკრძალვა დონაძემ აანაზღაურა და მათი სახელობის მემორიალი გახსნა. როგორც ყველა დანარჩენ ფილმს, წყაულასაც მოყვა საყოველთაო აღიარება და Timens Group-ს დიდი პოპულარობა მოუტანა.


დაბადება - The Borning

ორი ბორბალი (A.K.A. 2 ბორბალი)

კადრი ფილმიდან "წყაულა" (კოლოფის ფინალური სცენა)

ფანკლუბი და მედია

დონაძის ფანკლუბში დაახლოებით 4 მილიონი ქართველი და 6 მილიარდ-ნახევარი უცხოელია. ქართველ რეჟისორს უამრავი მიმბაძველი ჰყავს. ამიტომაც, მან საკუთარ Facebook-ის გვერდს მიამატა წარწერა "Oficcial". დონაძე ითვლება Timens Group-ის აქციების 69 პროცენტის მფლობელად. ჯგუფს აქვს ოფისები პარიზში, მიუნხენში, ლოს-ანჯელესში და რათქმაუნდა თბილისში. ირაკლი აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა აქციებში, თუ კონკურსებში.


ფილმოგრაფია

  • დემონები იტყუებიან (2012)
  • კვირიკეს ბიჭები (2012)
  • 252 (2013)
  • The Satan (2014)
  • The Left Hand (2014)
  • The Freedom (2014)
  • ქალაქელი სოფელში (2014)
  • ნამდვილი სიყვარული (2014)
  • 252 II (2014)
  • ჰოლმსი (სერიალი) (2014-2014)
  • ოჯახური იდელია (2014)
  • ბინა 24/საბას ნაშები (2014)
  • წყაულა (2014)


დამატებითი მატერიალი

დემონები იტყუებიან
წყაულა
Irakli Donadze Official (MyVideo)
Irakli Donadze Official (Facebook)
ბინა 24

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები