ინწილიგენცია

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სარჩევი

ისტორია

1919 წლის 15 სექტემბერს, დიდმა რუსმა ფილოსოფოსმა და სახელმწიფო მოღვაწემ ვ.ი. ლენინმა ასევე ცნობილი რუსი მწერალისთვის მ. გორკისთვის მიწერილ წერილში დააფიქსირა 'Интеллигенция – это не мозг нации, а ее говно'. ზუსტად ეს თარიღი ითვლება ინწილიგენციის წარმოქმნის თარიღად.

რა ფერისაა ინწილიგენცია

ინწილიგენცია შეიძლება იყოს მხოლოდ (მხოლოდ და მხოლოდ გამონაკლისის გარეშე და აწ და მარადის) წითელი (უფრო ზუსტად სისხლისფერი წითელი) ფერის. აბა სხვაგვარად როგორ.

ინწილიგენცია და საბჭოთა კავშირი

ბევრ არაინწილიგენტს ეგონა რომ საბჭოთა კავშირის გაქრობასთან ერთად - ინწილიგენტებიც გაქრებოდნენ, თუმცა არა, ისინი მწარედ შეცდნენ. ინწილიგენტები დღესაც არსებობენ და ჯანზეც არიან. ასევე დღესაც ძველებურად ასწავლიან ყველას ჭკუას.

ინწილიგენციის საქმიანობა საქართველოში

ინწილიგენციის საქმიანობა საქართველოში დაკავშირებული იყო სხვადასხვა კავშირებში (მწერალთა კავშირი, მხატვართა კავშირი) გაწევრიანებასთან და სხვადასხვა წოდებების მიღებასთან (რესპუბლიკის დამსახურებული მსახიობი, სახალხო პოეტი). ასევე უარს არ ამბობდნენ მედლებზე, პუტიოვკებზე და პრივილეგიებზე (ბინა საბურთალოზე, თან ურიგოდ). ყველაზე გამოჩენილი ინწილიგენტები საჩუქრდებოდნენ ვ.ი. ლენინის თხზულებების სრული კრებულით სადაც შავად თეთრზე ეწერა 'Интеллигенция – это не мозг нации, а ее говно'
ქართული ინწილიგენცია ყოველთვის გამოირჩეოდა შეუპოვრობით, დამოუკიდებლობით, ტრადიციების და ქართველობის (და საქართველოს ინტერესების)დაცვით ყველგან და ყოველთვის. ქართული ინწილიგენციის ამ თვისებას ტერმინიც კი გამოუგონეს სახელად 'კონფორმიზმი'.მიუხედავად თავისი კონფორმიზმისა ქართლული ინწილიგენცია კარგად გრძნობს პოლიტიკური ამინდის ცვლილებას, საიდან იწყება ნიავი - ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან, თუ კიდევ საიდანღაც და ყოველთვის პირველები არიან წითელ-ლურჯი, შინდისფერი, ხუთჯვრიანი, თუ ლურჯი დროშების ფრიალში.

როგორ გავხდეთ ინწილიგენტები და მოსდით მათ სიკვდილის შემდეგ

ინწილიგენტად გახდომა ისე რთულია - რომ თითქმის შეუძლებელია. უფრო ადვილია გახდე ქართველი კოსმო/ასტრონავტი ვიდრე ქართველი ინწილიგენტი. სიკვდილის შემდეგ ინწილიგენტები მაინც რჩებიან თბილისში და ამაყად გვადევნებენ თვალს უთვალავი დაფებიდან 'ამ სახლში ცხოვრობდა დიდი გამოჩენილი ქართველი ინწილიგენტი ...'

საინტერესო ფაქტები

  • ინწილიგენტები ცხოვრობენ მხოლოდ თბილისში და მხოლოდ ვერა-ვაკე-საბურთალოზე.აბა სხვაგვარად როგორ.
  • ინწილიგენცია დადის ეკლესიაში, არის "ჭეშმარიტი" მართლმადიდებელი და ახლო ურთიერთობა აქვს მეუფესთან...
  • ყველა ინწილიგენტს აქვს სახლში ბიბლიოთეკა,რომელიც იკავებს მთელ კედელს. ბოროტი ენების მტკიცებით ასეთი ბიბლიოთეკების უმეტესობა ბუტაფორიაა, რადგან იქიდან ამოღებული და წაკითხული წიგნი არავის არასდროს უნახავს
  • გამოთქმა 'Интеллигенция – это не мозг нации, а ее говно' ქართველი მეცნიერების აზრით ქართულად არ ითარგმნება
  • უფრო სწორედ ითარგმნება მაგრამ შედეგი მაინც ერთია
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები