თვალის გამოპარება

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თვალის გამოპარების ფენომენი ძალიან მნიშვნელოვანია იმ კლდემამოსილი და ჯენლტმენი საზოგადოების წიაღში, როგორიც გურჯისტანია. თვალის გამოპარებას შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე მიზეზი.


1. ისე შეხედო ღრმადდეკოლტირებულ და მინიიუბკაში გამოპრანჭულ გოგონას, რომ თავიდან აიცილო ჩანთის თავში ჩარტყმა და მრავალსართულიანი (კარგად დამუღამებული და ძირითადად მეგრული ) წყევლა თურმე კლდემამოსილი და მორცხვი მზერის ადრესატისაგან

2. თავიდან აიცილო ჩანთა თავში და ისტერიკები ყელამდე ჯერმპრში გამოწყობილი მეუღლისაგან.

3. იყო შეუმჩნეველი, ვინმეს ,,ხამი" რომ არ ეგონო

4. უბრალოდ შორიდან უყურო და თან შეუმჩნევლად იმ არსებას, რომელთან დალაპარაკებას ვერ გაბედავ და თუ გაბედავ მაშინვე მიხვდები,რომ ჯობდა ისევ შორიდან გეყურებინა.


საბედნიეროდ მეცნიერმა შლუხენბოზენმა მალევე მოძებნა გამოსავალი და ახალი ფუნქცია დააკისრა მზის სათვალეს http://media.tumblr.com/tumblr_lujb6p65YC1qfvsrv.gif რის გამოც ალბათ ხშირად ვხვდებით მეტროში, ავტობუსში, სიბნელეში, ღამეში, თოვლში, წვიმაში და ა.შ. მზის სათვალიან ბიჭებს იშვიათად გოგოებსაც ვნახავთ ხოლმე,მაგრამ შლუხენბოზენმა ეს ფენომენი ძერსკოლოგიის თეორიით ახსნა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები