თეა წულუკიანი

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სარჩევი

წარმომავლობა

ლეგენდის თანახმად, თეა წულუკიანი ქართლის პიტიახშ არშუშას უარყოფილი ქალიშვილია. როგორც ირკვევა, ძურძუკეთში ერთ-ერთი ნადირობის შემდეგ შეზარხოშებულ არშუშას ადგილობრივ სიძვის დიაცთან ქონია ურთიერთობა. სწორედ ასე მოევლინა თეა ქვეყანას.

პატარა თეა აღადგენს სამართლიანობას

ადრეული ბავშვობა

ის ძურძუკეთში იზრდებოდა დედასთან ერთად და თავის ასაკთან შედარებით ბევრად განვითარებული იყო. 1 წლის თეამ სიტყვა ამნისტია წარმოთქვა, 2 წლის ასაკში თავისუფლად იჭერდა ხალხს, 2 წლის და 3 თვისამ კი პირველად აღადგინა სამართლიანობა და გველებს, რომელებიც ბაყაყებს ღირსებას ართმევდნენ, თავები მოკვეთა. 2,5 წლის თეა უკვე მთელს ძურძუკეთს შიშის ზარს სცემდა.

ძურძუკეთის მაშინდელმა საშინელმა გეოგრაფიულმა კლიმატმა და აუტანელმა სიცხეებმა თავისებური გავლენა იქონია თეას ფიზიკურ განვითარებაზე და 5 წლის ასაკიდან დღემდე განაგრძობს ჭკნობასა და ხმობას, თუმცა თვალები ისევ ცეცხლგამძლე შუშის ეფექტით შემორჩა, რაც ეგზომ უნარჩუნებს მიამიტი უცხოპლანეტელის იერსახეს...

კმაყოფილი თეა 2012 წელს სამართლიანობის აღდგენის შემდეგ

უნიკალური გამოგონება

ისტორიული წყაროები პირდაპირ არ ადასტურებენ, თუმცა ძურძუკი ხალხის ჟამთააღმწერლი გადაკვრით ამბობს, რომ თეა საიდუმლო სახელოსნო/ლაბორატორიას ფლობდა, სადაც ცდებს ატარებდა და სხვადასხვა სახის ძრავებით ტექნიკას აწყობდა, თუმცა ეს ყველაეფრი მხოლოდ ჰობი იყო, რადგან მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი უზენაესი მსაჯული და სამართლიანობის აღმდგენი გამოსულიყო. ერთ-ერთი ასეთი ჩხირკედელაობისას თეამ რაღაც რკინის კონსტრუქცია ააწყო, შიგ ჩაჯდა, დაქოქა და უეცრად მეხუთე საუკუნიდან პირდაპირ 2012 წლის საქართველოში ამოყო თავი. მის მიერ შექმნილი კონსტრუქცია დროის მანქანა აღმოჩნდა. სავარაუდოდ სწორედ აღნიშნული ლეგენდის მიხედვით არის გადაღებული ფილმი 'უკან, მომავალში' და ამით აიხსნება ქალბატონი თეას არქაული ენით მეტყველება, უცნაური მანერები და სიფიცხე.

ჯილდოები და წოდებები

  • 2002 წელს დაუსწრებლად მიენიჭა "გრამმატონ კლერიკის" წოდება.
  • 2012 წელს გახდა ტეტრაგრამმატონის მარჯვენა ხელი.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები