თანამედროვე გოგონები

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Icon edit.png
დაუმთავრებელი სტატია ეს დაუმთავრებელი სტატიაა ან უბრალოდ არცისე შეეფერება ჩვენს სატირულ-იუმორისტულ სტანდარტებს. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩიტიპედიას და შეავსოთ იგი.

თანამედროვე გოგონები, იგივე "თანამედროვე გოგჩოები" წარმოადგენენ ქართული თინეჯერული ბომონდის მდედრ ნაწილს. ისინი თავის დროის დიდ ნაწილს Facebook-სა და ლუკა პოლარეში ატარებენ. მათ უმეტესობას სჭირს პერმანენტული დეპრესია, რომლის შეჩერებასაც "Temple Run"-ის თამაშით ცდილობენ.

ისტორია

ანონიმური წყაროები იუწყებიან, რომ ქართველი თანამედროვე გოგჩოები ზეზვას და მზიას ძერსკი შვილების მიერ დაარსებულ მიწისქვეშა ბარნოვზე ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2 მილიონი წლის წინ წარმოიშვნენ. ისინი ბინადრობდნენ ცენტრალურ საქართველოში, პრესტიჟულ გამოქვაბულებსა და მთის ფერდობებზე. მათი უცვლელი აქსესუარი იყო სხვადასხვა კენკრის ექსტრაქტზე დამზადებული წითელი ტუჩსაცხი და მამონტის ძვლის პუდრის კონტეინერი.


თვისებები

თანამედროვე გოგონები, ბუნებრივ პირობებში უცხო მამრების მიმართ გამოირჩევიან განსაკუთრებული აგრესიით. როგორც წესი, ისინი მორალურად ამცირებენ მათ, რის შედეგადაც მსხვერპლს უჩდება თვითმკვლელობის დაუოკებელი სურვილი ან, უარეს შემთხვევაში, სამუდამოდ რჩება საზოგადოებისგან გარიყული.შლუხენბოზენი მათზე დაკვირვების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ძერსკ გოგონებს ასაკის მატებასთან ერთად უვითარდებათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, როგორებიცაა:

  • პოზა, სახელად "ბიგ ესს" - ერთი შეხედვით დგომის უმარტივესი მანერა. ამ დროს გოგონა დგება წელში ოდნავ მოხრილად და უკანალს ზემოთ წევს,რის შემდეგაც სულელ მამრებს რჩებათ შთაბეჭდილება,რომ გოგონას დიდი ტრაკი აქვს. არსებობენ ძერსკი გოგონების ისეთი ჰიბრიდებიც, რომლებიც ამ პოზას წელში მოხრის გარეშეც ამუღამებენ.
  • ბგერების დაგრძელება. ეს თვისება თბილისელ გოგონებს ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ჰქონდათ. ლეგენდის თანახმად მეფე ვახტანგ გორგასალს ნადირობის დროს თან ახლდა რამოდენიმე გოგჩო, რომლებმაც ხოხბის შემზარავი სიკვდილის შემხედვარე თქვეს: "აუ ვერ ვუყურებ, არ შემიძლიაააააააა". XX საუკუნეში ბგერების დაგრძელებამ თავის პიკს მიაღწია, რის შედეგადაც ამ ხელობის მიმდევრები სოციალურ ქსელებშიც გამოჩნდნენ. საბოლოოდ საქმე იქამდე მივიდა,რომ ეს თვისება ბიჭებსაც გადაედოთ და მათ განცალკევებული სუბკულტურა შექმნეს.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები