თამარ ჩერგოლეიშვილი

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამარ (თამარა) ჩერგოლეიშვილი - უშიშროების საბჭოს მდივნის ცოლი, მედია ჰოლდინგ ტაბულას მთავარი რედაქტორი, და მედია ჰოლდინგ ჩიტის ერთ-ერთი მფლობელი და მთავარი იდეოლოგი.

თამარ ჩერგოლეიშვილის ამ ფოტოზეა დაფუძნებული Facebook-ის სმაილი :v

სარჩევი

ბიოგრაფია

თამარ ჩერგოლეიშვილი 1975 წლის 25 მაისს ჩერგოლეიშვილების, ჩორგოლაშვილების თუ ჩორგოლეიშვილების ოჯახში დაიბადა და როგორც პოპულარული ხალხური ანდაზა ამბობს ის დღე დაიწვას, როცა ის გაჩნდა ამ ქვეყანაზე. და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!

სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ, როცა თამარა ასე ნავარდობს.

განათლება

გავრცელებული ხმების მიხედვით, თამარ ჩერგოლეიშვილი გაუნათლებელი და ტუტუცი ადამიანია. ის მთელი ქვეყნის მასშტაბით არის ცნობილი თავისი თავხედობით და უზრდელი ლექსიკით. შესაბამისად არსებობს მოსაზრება, რომ მას არანაირი განათლება არ უნდა ჰქონდეს მიღებული. გარდა მისი მეგობრის და ამავე დროს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შემოტანილი მასონური ინიციატივის - კომპიუტერის და ინგლისურის კურსებისა, რომელიც თამარას შესაძლებლობას აძლევს ფეისბუქში ათასგვარი სისულელე პოსტოს.

საქმიანობა და ჰობი

თამარა და ლექსო კეკლუცობენ

თამარ ჩერგოლეიშვილი ამჟამად არის ჟურნალ ტაბულას მთავარი რედაქტორი და ჟურნალ ლიბერალის მთავარი რედაქტორის მთავარი მამოძრავებელი ძალა. ასევე იგი არის ქართული საინფორმაციო საშუალებების რიგით მეორე ინსპირატორი გოგა ხაჩიძის შემდეგ. თამარ ჩერგოლეიშვილის ბოლოდროინდელი გატაცება არის ივანიშვილის მთავრობისთვის სხვადასხვა უფასო რჩევების მიცემა და ასევე მათი გახმაურებული სულელური გამონათქვამების თარგმნა და სხვადასხვა საელჩოებში დაგზავნა. ამბობენ, რომ თამარა ვერ კმაყოფილდება მხოლოდ ჟურნალ ტაბულას ფურცლებიდან ლანძღოს ივანიშვილის მთავრობა და ქოქავს ტელევიზიას, რომლის ასევე ყველა გადაცემას დაადებს ინგლისურ და ფრანგულ სუბტიტრებს და დაუგზავნის საელჩოებს.

ჩათრეული ნიჭიერი ახალგაზრდა

თამარ ჩერგოლეიშვილმა 2010 წელს შექმნა ახალი კულტი, რომელიც საიენტოლოგიის ქართული ანალოგია. რელიგიური მიმდინარეობა შენიღბულია ჟურნალი "ტაბულას" საფარქვეშ. ცნობილია, რომ აღნიშნულ კულტში გაწევრიანებული ადამიანები 24 საათის განმავლობაში ხოტბას ასხამენ თამარას, იცინიან მის ყველა ხუმრობაზე და ზოგადად გიჟდებიან მასზე. მიუხედავად მისი სქესისა, თამარა ტაბულას პატრიარქის წოდებას ატარებს და ჰყავს თავისი მადამ დე პომპოდური - ლექსო მაჭავარიანი. ხალხის ჟურნალით მოწამვლის კონსპირაციაში ჩართული იყო კომპანია "სილქნეტი," რომელიც კურიერის როლს ასრულებდა და ყველა აბონენტის ოჯახში მიჰქონდა აღნიშნული გამოცემა. ამ გზით თამარამ და ტაბულამ მოახრხეს იეღოვას მოწმეების კონკურენციის დაძლევა.

თამარას ჰობია ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა და თავისუფალი ბაზრისთვის მსხვერპლად შეწირვა.

თამარა და მისი მეგობრები

თამარა და კახა, 1 ოქტომბერი 2012, აღნიშნავენ დემოკრატიის გამარჯვებას და ოპოზიციაში გადასვლას.

მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ - ეს ანდაზა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა პატარა და მატრაკვეცა თამარა ევროსაბჭოში მუშაობდა, სრულიად დამსახურებულად მიუძღვნა მას საქართველოს მთავარმა იდეოლოგმა - რაფაელ გლუკსმანმა. თამარას მეგობრები არიან ყველაზე ცნობილი მასონები საქართველოს ისტორიაში: მიხეილ სააკაშვილი, კახა ბენდუქიძე, დავით კეზერაშვილი და სხვა. გავრცელებული ინფორმაციით სწორედ თამარამ გააპარა ქვეყნიდან დავით კეზერაშვილი არჩევნების შემდეგ და სწორედ თამარამ აყიდინა ბენდუქიძეს აგრარული უნივერსიტეტი, სადაც სტუდენტების ლიბერალიზაცია და ტვინის რეცხვა მიმდინარეობს. ასევე თამარ ჩერგოლეიშვილის ინიციატივით და დამსახურებით გაიზარდა საპრეზიდენტო ვადა მიხეილ სააკაშვილმა.

თამარა და სკანდალები

2011 წლის მაისში თამარ ჩერგოლეიშვილმა მსოფლიო დონის რეჟისორს, ცნობილ ქსენოფობს და ბოღმის ბუკეტს, რობერტ სტურუას სირი უწოდა, რითიც ერთი კაცის ირგვლივ მოტრიალე მთელი ქართული თეატრალური სამყაროს სრულიად სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია. მოგვიანებით თამარამ ბოდიში მოიხადა აღნიშნული ინციდენტის გამო, და მომხდარი თავის ინგლისურენოვან განათლებას დააბრალა. (შენიშვნა: ინგლისურად sir მოწიწების აღმნიშვნელი მიმართვაა და არა შეურაცხმყოფელი.)

თამარას ყელში მხედარი გაეჩხირა

მეორე ასევე ცნობილი სკანდალი, რომელშიც თამარა გასული წლის მარტში გაეხვა, იყო მისი ქამინგაუთი. კერძოდ მან აქუს ცოლსა და მედია ჰოლდინგ კავკასიის ჟურნალისტსა და პროდიუსერს, ნინო ჯანგირაშვილს მისსავე ფეისბუქის კედელზე სექსი შესთავაზა. როგორც მოგვიანებით თამარამ ღამის შოუში სტუმრად ყოფნისას განმარტა, მისი ეს საქციელი იყო სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული და იმ დროისთვის მიმდინარე გუდიაშვილის ცნობილი აქციის გადაფარვის მცდელობა.


უფრო ადრეულ სკანდალებში ყველაზე ცნობილ შემთხვევას ქართველმა ერმა "თამარა და წყლის მომწოდებელი" შეარქვა. ამ სკანდალის ფარგლებში თამარ ჩერგოლეიშვილმა თავის დედამთლის ჭადრაკის ფიგურები გადაუყლაპა, რადგან ეს უკანასკნელი მას შაბათობით სახლში კეტავდა და ინტელექტის ასამაღლებლად აიძულება თამაშის დაუფლებას. განაწყენებულმა და გაბრაზებულმა თამარამ გადაწყვიტა შური ეძია დიდოსტატზე ან უბრალოდ თამაშისთვის თავი აერიდებინა და ლაზიერი, მხედარი და პაიკები გადაყლაპა. არაორდინალური ფორმის გამო თამარას მხედარი ყელში გაეჩხირა და კინაღამ დაიხრჩო. მოგვიანებით, ჟურნალი "მოჭადრაკისთვის" მიცემულ ინტერვიუში თამარამ განაცხადა: "უმჯობესი იქნებოდა ფიგურები უნიტაზში ჩამერეცხა."

თამარა და შორენა

შორენას ყოველწლიური აქცია "მაპატიე თამუნა"

დაუდასტურებელი ინფორმაციის მიხედვით, თამარა ჩერგოლეიშვილი და შორენა შავერდაშვილი ჯერ კიდევ ბაღის ასაკიდან ექიშპებიან ერთმანეთს, როცა ორივეს ერთი ბიჭი უყვარდა. როგორც თამარას და შორენას აღმზრდელი ჟურნალ სარკესთვის მიცემულ ანონიმურ ინტერვიუში ამბობს, ისინი გაუთავებლად უჯღაბნიდნენ ერთმანეთს ნახატებს, უჭამდნენ უკარტოფილო სუპს და ესროდნენ ერთმანეთს კუბიკებს. რაც შეეხება მათ რჩეულს, როგორც იმავე ინტერვიუდან ვიგებთ, იგი მისმა მშობლებმა გაარიდეს სიტუაციას და სხვა ბაღში გადაიყვანეს. სადაც ასევე ერთ წელიწადში შორენაც გადავიდა. თამარა კი მოწყენილი დარჩა როგორც ბიჭის, ასევე მეტოქის გარეშე. თამარას და შორენას ურთიერთობაში ეს ამბავი სამუდამო დაღი აღმოჩნდა, და დღემდე, როცა შორენა შავერდაშვილი ცდილობს ბოდიში მოუხადოს მაშინ სხვა ბაღში გადასვლის გამო, თამარა ყოველ ჯერზე ირიდებს მას პასუხით უიმე რა მითხარი ეხლა ეს, რა მითხარი.

თამარა და უშიშროების საბჭო

სხვა ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სიკეთესთან ერთად, გავრცელებულია ხმები, რომ თამარას საკმაოდ ახლო კავშირები აქვს საქართველოს ეროვნულ უშიშროების საბჭოსთან, კერძოდ კი მის გენერალურ მდივანთან. თუმცა ამ ინფორმაციის დადასტურება შეუძლებელია, ვინაიდან თამარას ფეისბუქზე რილეიშენშიფ სტატუსი მართალია უწერია "დაქორწინებული", თუმცა დაზუსტებული არ აქვს კერძოდ ვისთან არის ამ რილეიშენშიფში.

თამარა და სავსე მთვარე

თამარა იხანგრძლივებს სიცოცხლეს

სავსე მთვარეობისას თბილისის მაცხოვრებლები ქუჩაში გამოსვლას სწორედ თამარ ჩერგოლეიშვილის გამო ერიდებიან. თვითმხილველების თქმით უშიშროების საბჭოს მდივნის ცოლი ამ დროს განსაკუთრებით აგრესიულია და გამოირჩევა არამოტივირებული და ხმამაღალი სიცილის თანხლებით სირბილით. ერთ-ერთი ვერსიით ის უკვდავი ალქაჯია, რომელიც წმინდა ინკვიზიციას გადაურჩა და საქართველოში გამოიქცა. მას შემდეგ ის აქ ცხოვრობს და ხან მეჭურჭლეთუხუცესის ცოლია, ხან რაიკომის მდივნის და ხანაც უშიშროების საბჭოს მდივნის. არამოტივირებული სიცილის დროს ის ძალას იკრებს და აგრძელებს თავის საშინელ ცხოვრებას.


თამარა როგორც მენტალური უმცირესობის ჟანა დ'არკი

მენტალური უმცირესობის რიგებში თამარას მოიხსენიებენ როგორც ჟანა დ'არკს. არსებობს ვერსია, რომ ეს სახელი თვითონ თამარამ დაირქვა და მისი კულტისა და მენტალური უმცირესობის სასიქადულო შვილებს მკაცრად მოსთხოვა მისთვის ასე მიემართათ. აღნიშნულ ვერსიას ადასტურებენ მენტალური უმცირესობის წარმომადგენელი 7 ნაპოლეონი, 3 სტალინი და ექიმი ნოდარ კრავეიშვილი.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები