ვიკიპედია

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეს არის იგივე ენციკლოპედია ოღონდ ელექტრონული ფორმატით, ვიკიპედიაში ასევე შეიძლება შეხვიდეთ გაანათოთ იქურობა თქვენი უზღვავ-ურწყავი ცოდნით, რის გამოც მადლობელი იქნება მთელი ვიკიმსოფლიო, ფიქრობდენ ვიკიპედიის ადმინობა ჩაებარებინათ შლუხენბოზენისთვის მაგრამ მან უარის განაცხადა მაინც ვიცი ყველაფერიო.

ქართული ვიკიპედიის ჰაილაითი

ვიკიპედია არის მსოფლიო მასშტაბით ცნობილი უსაქმური და ტვინიკოსი ხალხის შეკრების ადგილი ინტერნეტში, რომელსაც უნამუსოდ უწოდებენ თავისუფალ ენციკლოპედიას.

სარჩევი

ისტორია

ვიკიპედია ჩამოყალიბდა იმ ადამიანების ინიციატივით, რომლებიც არ მოხვდნენ სხვადასხვა სტრუქტურაში. მომავალი თაობების აზროვნების დამონების მიზნით მათ შეაგროვეს ფული, იყიდეს სერვერი და გახსნეს ვებ-გვერდი, რომელზეც თავი მოუყარეს ცნობილი ფაქტების საკუთარ ინტერპრეტაციებს. ერთდროულად გაიხსნა ვიკიპედიები ყველა ენაზე. პირველი ფაქტი, რომელიც ქართული ვიკიპედიელების მიერ იქნა დამახინჯებული, წარმოდგენილი იყო სტატიის დიდგორის ბრძოლა სახით, სადაც ავტორები ამტკიცებდნენ, თითქოს ამ ბრძოლაში სომეხმა გაიმარჯვა. შესაბამისად, გაჩნდა ეჭვი, რომ ვიკიპედია სომხების არის. დღემდე ეს ინფორმაცია დაუდასტურებელია.

კორუფცია

ქართული ვიკიპედიის ხშირი სტუმარი იყო დავით აქუბარდია, რომელსაც ამ რესურსზე ეძინა კიდეც. იგი ვიკიპედიელებს ურიცხავდა თითო ლარს დღეში (თითოეულ წამყვან ვიკიპედიელს) და წერდა დიდ ტყუილებს. ერთხელ, სანამ მას ეძინა, ვიკიპედიაში შევიდა სპეცნაზი, რომელმაც ცრემლსადენი გაზი გადაასხა იქაურობას და გააძევა ბ-ნი დავითი.

ვიკიპედიელები

უფროსობა

მათ შესახებ ცოტა რამ არის ცნობილია და თითქმის არავის ჰყავს ნანახი. ერთ-ერთი მათგანი ერთხელ გამოჩნდა ალმოკიდებულ ბუჩქში.

შემოქმედები

უბრალოდ არც ისე თავისუფალი შემოქმედები, რომლებიც შეკვეთილ სტატიებს წერენ.

ვიკიმანები

ავადმყოფი ვიკიპედიელები, რომლებიც ვერ ცოცხლობენ ვიკის გარეშე. ერთხელ ერთ-ერთი მათგანი მოარიდეს ვიკიპედიას და მას მკვეთრი ლომკა დაეწყო. ასეთი ადამიანები ხშირად ჩანან ქუჩაში. მათი ამოცნობა შესაძლებელია თვალებში ჩახედვით, სადაც ოთხი კვადრატული ფრჩხილი ჩანს.

ვანდალები

წმინდა საქმის ჩამდენი ხალხი. სამწუხაროდ, მათ ვიკიპედიაში ცუდად ეპყრობიან - მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი სტატიებს აფუჭებენ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები