ვეგეტარიანელობა

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვეგეტარიანელობა — ამჟამად მოდური ცხოვრების წესი. გავრცელებული აზრით, ვეგეტარიანელები არ მიირთმევენ ხორცს, თევზს, ზოგიერთი მათგანი ზოგადად ცხოველური პროდუქტის მიღებაზე აცხადებს უარს, თუმცა ვეგეტარიანელი რომ გახდეთ არ არის აუცილებელი ხორცზე უარი თქვათ. თქვენ უბრალოდ ფეისბუქის გვერდზე უნდა დაწეროთ: aU xorcs RoogOr cHamt? თუ თქვენ წარსულში მარხულობდით და ამით ძერსკობდით, ახლა, როცა მარხვა ისე ძერსკობაც აღარაა, შეგიძლიათ ვეგეტარიანელობაზე გადაეწყოთ.

მემარცხენე ვეგეტარიანელი

ეტიმოლოგია

გავრცელებული ვერსიით, ტერმინი "ვეგეტარიანელის" სათავე ჩვ.წ.აღ. V საუკუნეშია საძებნელი.

იაკობ ცურტაველი "შუშანიკის წამების" დაკარგულ ნაწილში აღწერს ისტორიას, რომელიც მოხდა ვარსქენ პიტიახშთან მისი სიმამრის, დიდი სომეხი სარდლის, - ვართან მამიკონიანის სტუმრობისას. ვარსქენმა სიმამრს ზღაპრული სუფრა გაუშალა, რომლის მენიუდანაც ვართანს აჯიკაში შემწვარი ციკანი განსაკუთრებით მოეწონა და ეს აღფრთოვანებით აღნიშნა კიდეც. ვარსქენმა ჰკითხა - ასეთ გემრიელ ხორციან კერძებს შენი ქალიშვილი შუშანიკ რატომ არ ჭამს ხოლმეო. ციკნის ხორცით პირგამოტენილმა ვართანმა წაილუღლუღა - "ვე, ეგეთ არი, ე", ანუ ეგეთია და რა ვქნაო. ეს ლუღლუღი ვარსქენის გაუნათლებელ ეზოსმოძღვარს ტერმინი ეგონა და ჩაიწერა კიდეც, რის შედეგადაც ვარსქენის კარზე ხორცის არამჭამელთ "ვე'ეგეთარიენები" დაერქვათ. დროთა განმავლობაში ტერმინის გამოთქმამ გარკვეული დრეიფი განიცადა და მივიღეთ "ვეგეტარიანელი".

საინტერესოა, რომ ამ ტერმინის პირვანდელი ფორმა თითქმის უცვლელადაა შემონახული ამერიკულ ენაში, რაც თავისთავად ლინგვისტურ პარადოქსს წარმოადგენს, ვინაიდან ჩვ.წ.აღ. V საუკუნეში ამერიკული ენა ჯერ აღმოჩენილი არ იყო. არსებობს ჰიპოთეზა, რომ ამ პროცესში წვლილი ჩვენმა დიდმა წინაპარმა, ზაქარია მხარგრძელმა შეიტანა, როცა რუქნადინის ელჩს თამარ მეფის შეურაცხყოფისათვის სილა სტკიცა და ამერიკაში გააფრინა. თუ რუქნადინის ელჩი თამართან მიღებაზე ქართულად ნასადილევი მივიდა, ეს ტერმინიც ეცოდინებოდა; თუმცა ელჩის ნასადილევობის ფაქტის ცალსახად დადასტურება ან უარყოფა ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ამ ეტაპზე შეუძლებელია, რაც ჰიპოთეზის სუსტ ადგილად რჩება. ამერიკაში მყოფმა ელჩმა ტერმინი "ვეგეტარიანელი" იხმარა მაშინ, როცა საკუთარ უგემურობაში აბორიგენების დარწმუნებას ცდილობდა, რათა ამ უკანასკნელებს დროზე ადრე არ შეეჭამათ. ცდამ ამაოდ ჩაიარა, მაგრამ ტერმინი შემორჩა და მოგვიანებით ამერიკულ ენაში იქნა აბსორბირებული.

საერთო ცნობები

ვეგეტარიანელები განსაკუთრებით გავრცელებულები არიან ამერიკაში, - მას მერე, რაც რუქნადინის ელჩი დააგემოვნეს და მოიწონეს, ნახევარი ჯერ კიდევ აღმოუჩენელი ამერიკა ვეგეტარიანულ კვებაზე გადაერთო. ამან ძალიან იმოქმედა ადგილობრივების პოპულაციაზე და თითქმის გადაშენებულმა აბორიგენებმა რამოდენიმე საუკუნით თავი ანებეს ამ მიმზიდველ კვების რეჟიმს, ქრისტეფორე კოლუმბის ჩამოსვლამდე.
დღეს ამერიკაში მილიონობით ვეგეტარიანელი ცხოვრობს. დღისით ისინი ბოსტნეულსა და ხილს ჭამენ, ღამით კი ერთმანეთზე სანადიროდ გამოდიან. ვეგეტარიანელები ემხრობიან ცხოველტა უფლებების დაცვას და მოითხოვენ, შეწყდეს მათი ხოცვა და საკვები მიზნებისთვის გამოყენება, თუმცა ამავდროულად ყოველდღიურად წამებით კლავენ და ასახიჩრებენ ათასობით ბოსტნეულს, რომელთა ამოცნობაც, ამ ვანდალური აქტების შემდეგ, ხშირად ვერ ხერხდება. 2010 წლის 27 ივლისს თეთრი სახლის წინ გამართული ბოსტნეულთა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია კბილებალესილმა ვეგეტარიანელებმა სასტიკად დაარბიეს. როცა ადგილზე ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ხელკეტებით შეიარაღებული პოლიციელები მივიდნენ, ქუჩაში მხოლოდ კომბოსტოს ფოთლები და პომიდვირს წვენი ესხა.
2011 წელს იუნესკომ და გარემოს დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ ვეგეტარიანელებს ცალკე კლასიფიკაცია, - Homo veganus მიანიჭეს. ამ ფაქტს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა ვეგეტარიანელთა მხრიდან. მათი ერთი (შედარებით მცირე ანუ მენშევისტური) ფრაქცია ვეგეტარიანელ ადამიანს Homo Sapiens-ის ევოლუციის მწვერვალად თვლის და ამდენად, მათგან ცალკე სახეობად გამოყოფის წინააღმდეგია. ვეგეტარიანელთა მეორე (უფრო დიდი, ე.წ. ბოლშევისტური) ფრაქცია კი პირიქით - თვლის, რომ Homo Sapiens-ის დეგრადაცია უკვე შეუქცევადია და ამდენად საჭიროა დროზე გამოეყონ ამ მომაკვდავ ევოლუციურ შტოს. განხეთქილებამ იმდენად სერიოზული სახე მიიღო, რომ ორი ფრაქციის მეთაურებმა ერთმანეთს საჯაროდ შეასხეს ქათმის ბულიონი და უწოდეს ომნივორები (რაც ვეგეტარიანელთა რელიგიაში შეჩვენების ანალოგია). ამ ფაქტმა (რომელსაც მოგვიანებით მედიამ "დიდი სხმიზმი" - "Great Schmism" უწოდა) სათავე დაუდო განხეთქილების ფორმალიზებას. დღესდღეობით სახეზეა Homo veganus-ის ევოლუციური შტოს ბიფურკაცია, რის შედეგადაც მათი სახელი შესაბამისად გაიყო. კერძოდ, მენშევისტებს ეწოდებათ Homo veg (veg: intr.v. vegged, veg·ging, veg·es Informal - To engage in relaxing or passive activities. Often used with out.; იხ. http://www.thefreedictionary.com/veg), ხოლო ბოლშევისტებს - Homo anus (anus - Anus, Yonne - სოფელი საფრანგეთში, ბურგუნდიაში, სადაც ნაპოვნია პირველი ნამარხი ვეგეტარიანელი დინოზავრის ნაშთები).

რესურსები ინტერნეტში

დამატებითი ინფორმაცია ვეგეტარიანელთა ჯიშზე
ვეგეტარიანელები ხუმრობენ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები