ვამპირი

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვამპირი - Homo Sapiens-ის ერთ-ერთი სახეობა, ასევე ცნობილია, როგორც Homo Vampirus. ბინადრობენ ევროპასა და ამერიკაში, ასევე გვხვდებიან აზიაში, ოღონდ, უფრო მცირე რაოდენობით. ვამპირებმა სააშკარაოზე გამოსვლა XV საუკუნეში დაიწყეს, მაგრამ მაშინ მათი არსებობის დამადასტურებელი ორიოდე ფაქტი თუ არსებობდა და ჩვეულებრივმა მოკვდავებმა მალევე დაივიწყეს ისინი. მხოლოდ ფანატიკოსმა ბერებმა და ვან ჰელსინგმა იცოდნენ ვამპირების არსებობის შესახებ. ისინი აწიოკებდნენ მათ, დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ. ვან ჰელსინგი ხშირად ამცირებდა ვამპირებს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მიეპარებოდა და თავში ჯვარს ურტყამდა, თუ ვამპირი ქალი იყო, კაბას უწევდა და მერე ხმამაღლა ამბობდა, რა ფერის საწმერთული ეცვა მანდილოსანს და ა.შ. ვან ჰელსინგის ყველაზე საყვარელი გასართობი ვამპირების ნაკურთხი წყლით გაწუწვა იყო.

ისტორია

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვამპირებზე პირველი ჩანაწერები XV საუკუნიდან გვხვდება, მაგრამ მათი მასობრივი გამოაშკარავების თარიღად მაინც მეოცე საუკუნის 60-იანი წლებია მიჩნეული, როცა ქალიშვილების რიცხვმა შემცირება დაიწყო და ვამპირები საკვების მოპოვების ეფექტური ხერხების ძიებაში მასმედიას მიადგნენ. მოგვიანებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ვამპირებმა საქართველოში დაიწყეს შემოდინება, ქალიშვილების დასაკბენად. ვარაუდობენ, რომ ბენდუქიძე იუდამ რამოდენიმე ეროვნული ობიექტი უცხოელ ვამპირებს მიჰყიდა, სადაც შემდგომ მათ ქართველი ქალიშვილების შეტყუება დაიწყეს, სისხლის გამოწურვის მიზნით.
მიუხედავად იმისა, რომ Homo Vampirus საქართველოსთვის ენდემური სახეობა არაა, ქართველებსა და გურჯებს მაინც უნდა ჰქონოდათ მათთან შეხება ადრეულ პერიოდში, რასაც მოწმობს ქართულ ენაში დამკვიდრებული რამოდენიმე გამოთქმა: "შენს სისხლს დავლევ", "სისხლი გამიშრო", "რა ვამპირივით მიბრიალებ თვალებს" და ა.შ.

ცრურწმენები

ედვარდი მთელი თავისი ბრწყინვალებით

რადგან ვამპირები თავიანთ არსებობას, ასე თუ ისე, მალავდნენ, მათ გარშემო უამრავმა მითმა და ცრურწმენამ მოიყარა თავი. წარმოგიდგენთ არასრულ სიას:

  • ვამპირები მზეზე იწვებიან - ამ ლეგენდის ფუძემდებლად ითვლება ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვამპირი, გრაფი დრაკულა, რომელიც თურქეთს ადგილობრივი აბორიგენების გასაწყვეტად ესტუმრა, ზღვაზე გასეირნებისგან თავი ვერ შეიკავა, ანტალიის პლაჟზე მზეს მიეფიცხა, ჩაეძინა და აალდა.
  • თუ ყელზე ნივრის აცმას ჩამოიკიდებ, ვამპირი არ მოგეკარება, თუ დაღეჭავ, მითუმეტეს - ნიორი თუ დაღეჭა, რომეოსაც არ მიუვა გული ჯულიეტაზე, არათუ შემხვედრ ვამპირს თქვენზე. ასე რომ, ეს მეთოდი არამარტო ვამპირების, არამედ არასასურველი თაყვანისმცემლების მოგერიებაშიც დაგეხმარებათ.
  • იმისთვის, რომ ვამპირი უცხო ადამიანის სახლში შევიდეს, სახლის პატრონმა მას ზღურბლზე გადაბიჯების ნება უნდა დართოს - ამ მითის შექმნას ხელი შეუწყო XVII საუკუნეში მცხოვრებმა ვამპირმა, - ჰენრი გალანტურმა, რომელიც უკიდურესად თავაზიანი იყო და მეტისმეტი ზრდილობით გამოირჩეოდა. აღსანიშნავია, რომ დღესდღეისობით თავხედი ახალგაზრდა ვამპირებიც მომრავლდნენ, რომლებიც ხშირად შემოპატიჟებას აღარ უცდიან ხოლმე.
  • ვამპირები მზეზე ბრჭყვიალებენ - ამ ლეგენდის შექმნას ედვარდ კალენს, თანამედროვეობის ყველაზე სასურველ სასიძოს მიაწერენ. როცა მის ავტობიოგრაფოულ ფილმში ედვარდი სინათლეზე გამოდის, ბრჭყვიალს იწყებს და თავის სატრფოს, ბელას აჯადოებს. სიმართლე კი ისაა, რომ ედვარდს იშვიათი გენეტიკური დაავადება სჭირს, რომელიც მის სახის კანს ამახინჯებს. საბრალო ედვარდს ათასნაირი კრემისა და პუდრის წასმა უწევს, რაც მის კანს ბრჭყვიალა ეფექტს აძლევს.
  • თუ ვამპირს ნაკურთ წყალს შეასხამ, მოკვდება - ეს ფაქტი არ შეესაბამება სიმართლეს, მითი კი სათავეს ვან ჰელსინგისა და უიღბლო ფრანსუას ამბიდან იღებს, როცა ვან ჰელსინგმა ნაკურთი წყლის მაგივრად უიღბლო ფრანსუას მჟავა გადაასხა, რამაც ეს უკანასკნელი იმსხვერპლა.

დამატებითი საკითხავი

მოძიებულია „http://chiti.ge/pedia/index.php?title=ვამპირი&oldid=2284-დან“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები