დიტო შარაშენიძე

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიტო ქორწილში

დიტო შარაშენიძე - სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" პერსონაჟი. მაია ასათიანის თქმით ქართველ ქალთა საოცნებო მამაკაცი. [1] არის რომანტიკოსი, მთელი ცხოვრებაა უყვარს ერთი გოგო, კატო კირვალიძე.

სარჩევი

ბიოგრაფია

ზოგადი მიმოხილვა

დიტოს სავარაუდოდ, როგორც მის ყველა თანატოლს, ანუ ზატრიცატ კაი ბიჭ ტიპებს, ESM აქვს დამთავრებული

დიტო სავარაუდოდ ვერელია, რადგან ჰყავს ძმაკაცი მეტსახელად ვერსკი და ზოგადად ეგეთი ძერსკი და დასტო ტიპები, როგორც წესი ვერელები არიან (თუ არ გჯერათ გადახედეთ საქართველოს უახლეს ისტორიას). დიტო სერიალის სხვა პერსონაჟების სკოლელი იყო, ის მათზე უფროსი და ყოვლისშემძლეა. მას ძალიან უყვარს თავისზე უმცროსი გოგონა კატო კირვალიძე, რომელსაც ის მეცხრე კლასამდე ჯერ აწვალებს, შემდეგ კი საჩუქრებით მოხიბლვას ცდილობს, თუმცა არაფერი გამოდის. წარუმატებელი სასიყვარულო ისტორია 20 წელი გრძელდება.

დიტო ფლობს რესტორნების ქსელს თბილისში, ყავს დედა ლეილა, ძმაკაცები ვეკო, ვერსკი, სანდრექსა და სულ ჩვენები. ჰყავს მანქანა BMW X5 სერიული ნომრებით ХХХ-500. რიცხავს ფულს ტაძრის მშენებლობაზე, ჰყავს მოძღვარი, რომელიც ვერ აძლევს კურთხევას ვიღაცების ცემაზე.

კატოს თხოვნის შედეგად შეუძლია ნებისმიერი რამის შესრულება.

პიროვნული თვისებები

დიტო ტიპური ქართველი კაი ბიჭია, რომელიც რაღაც პონტში გოიმი არ არის, თუმცა ზოგადად ჯემალია. მიუხედავად მისი აგრესიული ქცევებისა და ჯემალური გამოხტომებისა ქართველი გოგოები მასზე სველდებიან, ერთად-ერთი გოგო რომელიც 20 წლის განმავლობაში არ სველდება არის კატო, შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ მიუხედავად მისი *ლექალობისა კატო საშუალო სტატისტიკურ ქართველ გოგონასთან შედარებით ოდნავ კარგი ტიპია.

დიტო შარაშენიძე გამოირჩევა "დუხზე" დაგდების საუცხოო უნარით, თუმცა ამავდროულად საოცრად ბუნჩულა გამომეტყველება აქვს და ვაკელი გოგჩოსავით არბილებს სხვადასხვა ბგერებს, მაგალითად: "ღьადაობ, კატუსь?" და სხვ. ექსპერტთა აზრით ეს თვისებები შარაშენიძის სასარგებლოდ მოქმედებს, რადგან მოწინააღმდეგს ჰგონია, რომ ის ბუნჩულა ბიჭუნას წინაშე დგას და ამ დროს მოულოდნელობის ეფექტით გამოწვეულ შოკს იღებს. თუმცა როგორც გერმანელმა ეკოლოგმა შლუხენბოზენმა დაადგინა, ბგერების ეს დარბილება უნდა იყოს თბილისში არსებული, ინერტული აირების მაღალი ემისიის ბრალი, როგორც ცნობილია ჰაერში ნახშიროჟანგის შემცველობის ზრდა იწვევს ბგერითი იოგების მოდუნებას.

აღსანიშნავია დიტოს "ძერსკი" მზერაც, როდესაც ის მარცხენა თვალით უყურებს პიროვნებას, ხოლო მარჯვენა თვალის მზერას ქვემოდან აშველებს. მზერის ეს ტიპი ძირითადად რიტორიკული შეკითვხის არავერბალური გამოხატულებაა.

ურთიერთობა კატოსთან

დიტოსა და კატოს ურთიერთობა მაშინ დაიწყო როდესც კატო მეხუთე კლასში იყო. დიტო მუდმივად აწვალებდა შეყვარებულს, წიწკნიდა თმებს, არ აძლევდა მოძრაობის საშუალებას და ა.შ. როდესაც ბავშვები წამოიზარდნენ, ხოლო კატომ თავის დაფასების სწავლა გადაწყვიტა დიტოსთვის სამაგიერო გადაეხადა იმ წვალება-წამებისათვის რომელმაც მას ფსიქიკური ტრავმები მიაყენა. კატოს საქციელების საპასუხოდ დიტო ხშირად იყენებდა ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: "იდი ნახუი" და "ძьედა შვცი."

როგორც ერთ-ერთი სერიიდან ირკვევა დიტო კატოს რო უკეთებს იმიტომ უკეთებს, რომ უკეთებს.[2]

შეყვარებულთან ურთიერთობისას დიტოს საყვარელი ტერმინია "შეჩემა"

დიტოები რეალურ ცხოვრებაში

როგორც ზემოთ აღინიშნა დიტო ტიპური ქართველი მამაკაცია, რომელიც მკაცრი, "დასტოინი," შეძლებული და სხვა ასეთი თვისებებით დაჯილდოვებულია. ასეთი მამაკაცები, როგორც წესი, ქორწილის შემდეგ იცვლებიან და მათი მეუღლეები ქორწინებიდან 2 წლის თავზე ჟურნალი "გზის," "რეიტინგის" ან მარაო.ამბები.გე-ს ფურცლების საშუალებით წუწუნებენ მათ ქმრებთან გაუთავებელი პრობლემების შესახებ და ითხოვენ რჩევებს საზოგადოებისგან.

დიოტიდიზმის ზემოთაღნიშნული თვისება კარგად არის აღწერილი სერიალში და ახლა უკვე ფილმში "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი," ქართველმა კატოებმაც მშვენივრად იციან თუ რაზე მიდიან დიტოებთან ქორწინებისას, მაგრამ მაგათაც რა ქნან.

წყარო

  1. http://youtu.be/PNNfZEARCWs?t=25m45s
  2. http://www.youtube.com/watch?v=eIWzcw-h67A&feature=share&list=PLu1wflCfAlB_1Ij7gl77RnztvZMx8sHzA
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები