დედიკოს გოგო

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დედიკოს გოგო - გოგონების კატეგორია, რომლებიც ვერ ძლებენ დედიკოებისს გარეშე და პირიქით

მოკლე აღწერა

სახელი და გვარი - მზეო ანთია

დედიკოს გოგოს დედიკოს გარდა ჰყავს ახლო ნათესავი, დეიდა ან მამიდა, რომელიც ხშირ შემთხვევაში უსაქმურია... ამას ადივლად მივხვდებით მისი სოციალურ ქსელებში აქტიურობის შესაბამისად.

დედიკოს გოგოს აქვს რომელიღაც უნივერსიტეტის, ( რაც მთავარია ვაკეში ხოა?!) მაგრამ პერსპექტიული დასახელების მქონე ფაკულტეტის დიპლომი, რომელიც რაც აიღო თვალით არ უნახავს, რადგან 2 წელია დედიკო და დეიდიკო/მამიდიკო სიამაყით დაატარებენ ნათესავიდან ნათესავთან.

დედიკოს თავისი გოგო აუცილებლად დაყავდა ფორტეპიანოზე... ახლა ხშირად უხარებს ხოლმე დედის გულის ვარდი დედას გულს და უკრავს ხოლმე მისთვის მოცარტს ნათესავებთან სტუმრობისას...

დედიკოს გოგოს ბევრი მეგობარი ჰყავს, უფრო მეტი მათგან ბიჭია, მაგრამ ისინი მარტო მეგობრულად უყურებენ... გოგო ამაზე ნერვიულობს, მაგრამ არ იმჩნევს.

ამ მეგობრებიდან ერთი გამორჩეულად პერსპექტიული ახალგაზრდაა, რომელიც დედიკოს და დეიდიკო/მამიდიკოს ძალიან მოსწონდათ სასიძოდ და ჩალიჩობდნენ დასათრევად ... ბიჭს ცოლი ყავს.

დედიკოს გოგოს აუცილებლად ჰყავს ერთი დაო, რომელიც მთელ ქვეყანას ურჩევნია და დარწმუნებულია, რომ ის არასდროს მიატოვებს... დაოს ხომ არასდროს ავიწყდება მზეოს დაჩექინება.

დედიკოს გოგო აუცილებლად დასაქმებულია, რომელიღაც კომპანიაში, მენეჯერად... ოფის მენეჯერად. შესაბამისად სამსახურში ძალიან დაკავებულია და იღლება... განსაკუთრებით მარჯვენა ხელის საჩვნებელი თითი აქვს დაღლილი სქროლვით. მისი სამსახური დედიკოს და დეიდიკო/მამიდიკოს ძალიან ეამაყებათ, მაგრამ მათი ოცნებაა გოგომ ბანკში იმუშავოს, უფრო პრესტიჟულია.


დედიკოს გოგო სოციალურ ქსელში

-ძალიან ხშირად ცვლის პროფილის სურათს, იმისთვის რომ თავი შეახსენოს ადამიანებს და მერე დაულაიქონ (ლაიქებს აგროვებს და მაგ პონტში) ხანდახან დედიკოს სურათსაც აყენებს პროფილზე.

-ძირითადად იზიარებს სასიყვარულო სიმღერებს, რომ ,,იმას თავი შეახსენოს... იმას მაგრად კიდია

-კომენტარებს თუ გადავხედავთ, შევნიშნავთ დედიკოს და დეიდიკოს/მამიდიკოს კომენტარების სიმრავლეს, მაგალითად : ამართლებ შენ სახელს და გვარს დედის გულის კუნკუბუწულავ და ა.შ. (ნელ-ნელა სმაილებსაც ამუღამებენ)

-თუ ინტერესით გადავხედავთ კომენტარებს შევამჩნევთ, რომ დედიკო და დეიდიკო/მამიდიკო არც ერთი მეგობრის კომენტარს არ მაზავენ, რომ არ გასცენ პასუხი, განსაკუთრებით აღიზიანებთ ისეთი ტიპის კომენტარებიი, როგორებიცაა: რას გავხარ გოგო, ცოცხალი ხარ? გოგო, ცოლი როდის მოგყავს? ეე გოგოსავით რა პონტში გაცვია და მსგავსნი... რაზეც ისინი აუცილებლად დააკომენტარებენ, რომ ყველაზე ლამაზი და გამორჩეულია მათი გოგო და ასეთი ლაპარაკი არა არის სწორი. თავის მხრივ გოგო არ მაზავს მათ კომენტარებს და თბილი სიტყვებით ავსებს, ან თუ ძალიან დაკავებულია ,,დე <3-თი შემოიფარგლება.

-ტიპიური დედიკოს გოგოს დედიკო პოეტია, ან პოეზიის დიდი მოტრფიალე, შესაბამისად ხშირად ვნახავთ მის კედელზე ყვავილების ფოტოს თავისი ან უცნობი, მაგრამ დაუფასებელი პოეტის ლექსითურთ.

-დედიკოს გოგოს დედიკოს და დეიდიკო/მამიდიკოს უყვართ თავიანთი გოგოს სხეულის რომელიმე უმნიშვნელო ნაწილი, მაგალითად ყურის ბიბილო ან თვალის გუგა, რასაც ასევე ხშირად და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მისნაირი ქუთუთოები ვაფშე არ აქვს და მასში თინათინსხედავენ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები