დებილი ძმაკაცი კინოთეატრში

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დებილი ძმაკაცი კინოთეატრში - არის ძმაკაცი, რომელიც თქვენ არასოდეს გახლავთ, მაგრამ აუცილებლად ახლავს ვიღაც ტიპს, რომელიც თქვენს უკან ზის.

რაობა

დებილი ძმაკაცი კინოში, როგორც წესი გარტყმაში არ არის რუსულის ან ინგლისურის, შესაბამისად ამ ენების მქონე სეანსების დროს ზის გასუსული და რაიმე მნიშველოვანი სცენისა, აქტისა ან ზოგადად დიალოგის დასრულების შემდეგ, ვიდრე სიჩუმეა ან საუნდტრეკი შემოდის ნელ-ნელა, თავის თანხმლებ პირს არც თუ ისე ხმადაბლა ეკითხება რაღაცებს. მაგალითად: "ვერ გავიგე შეჩემა, რა უნდა ამას?" "ბიჭო და ეს იმის შვილია?" "და ეს კარგებისკენაა?" შეკითხვებზე პასუხი, როგორც წესი, არის სწრაფი, არაინფორმატიული და ზერელე - შედეგად, შემდეგი შესაძლებლობების დროს კითხვების რაოდენობა ორმაგდება და უფრო საოცარ სიღრმეებს იპყრობს.

ფილმის დამთავრების შემდეგ

დებილი ძმაკაცი კინოში დგას და ცდილობს ფილმის განხილვაში შემდეგი ფრაზებით ჩაერთოს: "აუ, ის დამევასა... სახით რო ასფალტზე ათრია" ან "აუ, ეგ ტიპი იცი რომელია? აი იმ კინოში რო გამოდის, მაგარი ტიპია!" და ა.შ.

გამოყენება

ნუ გამოიყენებთ, დატოვეთ სახლში და ჩვენც დაგვასვენეთ და თქვენც დაისვენეთ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები