დაქალი

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Icon edit.png
დაუმთავრებელი სტატია ეს დაუმთავრებელი სტატიაა ან უბრალოდ არცისე შეეფერება ჩვენს სატირულ-იუმორისტულ სტანდარტებს. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩიტიპედიას და შეავსოთ იგი.

დაქალი - მდედრობითი სქესის არსება, რომელიც გარკვეულ ემოციურ კავშირს ამყარებს სხვა მდედრობითი სქესის არსებასთან.

ზმნისთვის იხილეთ - ედაქალება.

კრებითი სახელისთვის იხილეთ - სადაქალო

არსი

დაქალთა შორის ემოციური კავშირი გულისხმობს ერთმანეთის კალთაში ჩაჯდომას, მენსტრუალური ციკლების სინქრონიზებას, ერთმანეთისთვის პირადი მოხმარების საგნების დაუნანებლად გაყოფას, ტუალეტში ერთად სიარულს.

არსებობს დაქალთა ქცევის კოდექსი, რომელიც სრულიად არარაციონალურია, თუმცა თაობიდან თაობას უცვლელი სახით გადაეცემა. არ არსებობს ბიჭი, რომელიც დაქალს მეორე დაქალის ღირსად შეიძლება მიაჩნდეს. მიუხედავად უღირსობისა, დაქალის შეყვარებული ხელშეუხებელია. თავის მხრივ კი, დაქალის შეყვარებულს ეკისრება პასუხისმგებლობა, მთელი სადაქალო დაპატიჟოს ყავაზე და კინოში.

თანმდევი პროცესები

დაქალთა ინდივიდუალური განვითარება გამორიცხულია. დაქალების განვითარება მხოლოდ ჯგუფურადაა შესაძლებელი.

დაქალები შემდგომ როგორც წესი, ხდებიან მეჯვარეები და ერთმანეთის ბავშვის ნათლიები.

გავრცელებული აზრის თანახმად, ყველა სადაქალოში არის სუსტი რგოლი. სადაქალოში შეღწევა მხოლოდ მისი მეშვეობით შეიძლება. თუმცა, მე თქვენს ადგილას ამ იდეას დავიკიდებდი.

ასევე იხილეთ

მოძიებულია „http://chiti.ge/pedia/index.php?title=დაქალი&oldid=994-დან“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები