დავით ჩუთლაშვილი

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფოტო, რომელიც ტელესკოპმა "კეპლერმა" რის ვაივაგლახით გადაიღო, რის შემდეგაც "ნასას" კოსმოსში ასტრონავტების ახალი მისიის გაგზავნა დასჭირდა საბრალო ტელესკოპისთვის მზის გადამწვარი ბატარეების გამოსაცვლელად

ზოგადი ცნობები

დავით ჩუთლაშვილი - (დაიბადა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 703 წლის 9 აპრილს ტროაში (ზოგი ვერსიით 1983 წლის 9 აპრილს ყვარელში), უფრო კონკრეტულად კი 100-სართულიანი სახლის სიმაღლის იხვის გიგანტურ ფიტულში, რომელიც ევროპელმა ოდისევსმა თვალთმაქცურად შეუგზავნა აზიატ ტროელებს, რათა გაერყვნა ისინი), ქართული და გერმანული ინტერნეტფოლკლორის მითიური ღვთაება, ქართველი პროგრესული ახალგაზრდების ერთ-ერთი გურუ.

დედამიწაზე ცხოვრება და გაუჩინარება

დავით ჩუთლაშვილი აცტეკების ენაზე ნიშნავს ქაცვს. გადმოცემის თანახმად, როდესაც აცტეკების მეფეს, მრისხანე ჩინკვეჩენტოს დატყვევებული დავით ჩუთლაშვილი მიჰგვარეს და მისი წიგნები წააკითხეს, გამძვინვარებულმა მეფემ ავტორის კოცონზე სახალხოდ დაწვა ბრძანა, ხოლო სანამ დაწვავდა, წესისამებრ უკანასკნელი სურვილის ასრულება აღუთქვა. დავით ჩუთლაშვილმა მოითხოვა ქაცვის მარმელადი, ხოლო რადგან ქაცვის მარმელადი აცტეკებს არ მოეპოვებოდათ და მეფე საკუთარ სიტყვას ვერ გადაუხვევდა, დავით ჩუთლაშვილს შესთავაზეს საქართველოში დაბრუნება ქაცვის მარმელადის საჭმელად, რის შემდეგაც ის თვალით აღარავის უნახავს. ამბობენ, რომ ბოლოს დავით ჩუთლაშვილი ტელესკოპმა "კეპლერმა" დააფიქსირა ორიონის ნისლეულში, კერძოდ კი ტყუპი მაჩვების თანავარსკვლავედში, სადაც როგორც იქნა აღმოჩნდა უცხო ცივილიზაცია, რომელიც დავით ჩუთლაშვილს თავისიანად განიხილავს და ხელს არ უშლის, წეროს ის, რაც მხოლოდ თავად მას სურს. "კეპლერის" მიერ გადაღებულ ფოტოებზე დავით ჩუთლაშვილი ზის ქვაზე და ეწევა ყალიონს, ხოლო გვერდით უსხედან ბასკერვილების ძაღლი და ლერნეს ჰიდრა.

მსხვერპლები

მის გვერდზე მოხვედრა სახიფათოა, რადგან გვერდი გამოყოფს ალკალოიდს სახელწოდებით ჩუთლა ცნ-41, რაც განსაკუთრებით საშიშია დეგრადანტებისთვის. მსხვერპლს აღენიშნება თავბრუსხვევა, აღშფოთება, ღებინება, თვალის ახელა და ბადურის გარსის გაფართოება, კუჭის უკმარისობა და ეროგენული ზონების გააქტიურება. ხელი თავისით მიიწევს შარვლისკენ, მაგრამ საკმარისია დაითვალოთ ათამდე და რაც შეიძლება ხმამაღლა დასწყევლოთ საკუთარი გაჩენის დღე. სხვა მხრივ საშიში არ არის.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები