გოგი

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გოგი (ძველქართულში იგივე გვახარია) — პლანეტა მახათის თანავარსკვლავედში.

სარჩევი

ეტიმოლოგია

გოგი ძველბერძნულ მითოლოგიაში ერთ-ერთი ღვთაების სახელია. მფარველობს მასებისთვის გაუგებარ კინოს, ერთი კაცის მიერ მთელი ფილმის მონოტონურად გახმოვანებასა და ყავა ლატეს.

თანამგზავრები

გოგის აქვს რამდენიმე ბუნებრივი თანამგზავრი, რომელსაც ტრადიციულად ქალის ქართული სახელები ეწოდება. მინიჭებული აქვთ გვარებიც, თუმცა სახელისა და გვარის გარჩევა ზოგ შემთხვევაში რთულია. გოგის ორბიტაზე ასევე გაშვებულია მრავალი ხელოვნური თანამგზავრი, რომელთაგან ზოგიერთი დღესაც ტრიალებს. პირველი ხელოვნური თანამგზავრი, კოდური სახელწოდებით "ნანა ჩაჩუა", კოსმონავტიკის ისტორიაში შესულია როგორც ყველაზე ხანგრძლივი გაურკვეველი დანიშნულების მქონე მისია.

გოგი ასტროლოგიაში

ასტროლოგები და მჩხიბავები (ასევე, ქართული მედია) ხშირად იყენებენ გოგის ადგილმდებარეობას პოლიტიკური მოვლენების შეფასებისა და პროგნოზირებისთვის. იმის მიხედვით, თუ რომელი პლანეტა რომელ ეტლშია შესული, გოგის განლაგება ხან ერთი, ხან მეორე მხარისთვის ხდება ხელსაყრელი. ამის გამო, ხშირად მიაკუთვნებენ ე.წ. შუაშისტი პლანეტების ჯგუფს.

ცრემლიანი სათვალე

მახათის თანავარსკვლავედში გოგის გარშემო არსებული ნისლიანობა.

სხვა ასტრონომიული სხეულები მახათის თანავარსკვლავედში

ყველანი იქ ვართ.

მოძიებულია „http://chiti.ge/pedia/index.php?title=გოგი&oldid=1618-დან“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები