გოგა ხაჩიძე

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გოგა ხაჩიძის სელფშოტი

გოგა ხაჩიძე- 90-იანი წლების საქართველოს პოპ-ვარსკვლავი, ამჟამად ნაციონალური მოძრაობის სოციალური მედიის მენეჯერი.

გოგა ხაჩიძე საქართველოს მოსახლეობის ცნობიერებაში შემოვიდა, როგორც ჯგუფ სახის" წევრი, მისი მეტსახელი დიდი ხნის მანძილზე იყო "ის მესამე ბიჭი". მართალია, მას მუდმივად უხსენებენ საესტრადო წარსულს, მაგრამ არავის შეუძლია დაასახელოს კონკრეტული ფრაზა, რომელიც გოგა ხაჩიძეს ნამღერი აქვს ჯგუფ "სახის" შემადგენლობაში. ასე რომ, იმის დამტკიცება, რომ გოგა ხაჩიძე ნამდვილად მღეროდა ამ ჯგუფში, სირთულეებთანაა დაკავშირებული.

გოგა ხაჩიძე ცნობილია თავისი უცნაური ინსტრუმენტებით. მან იცის რამდენიმე ათეულ ისეთ ინსტრუმენტზე დაკვრა, რომელთა სახელების წარმოთქმაც კი ადამიანთა უმრავლესობას არ ძალუძს. ბოლო ინსტრუმენტი, რომელზეც გოგა ხაჩიძემ საკუთარი ძალები მოსინჯა, იყო ალექსანდრე ნეველის ძვალი.

გოგა ხაჩიძე საყოველთაოდ ცნობილია სოციალური ქსელების მომხმარებლებისათვის. დამტკიცებული ფაქტია, რომ იგი მთავარი ინსპირაციის წყაროა ქართული საინფორმაციო სააგენტოებისათვის. მათ მიერ დაწერილი სტატიების დაახლოებით 85 პროცენტი ეხება გოგა ხაჩიძის სტატუსის განახლებას. დანარჩენი 15 პროცენტი კი უშიშროების საბჭოს მდივნის ცოლის ფეისბუქის გარშემო ტრიალებს.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გოგა ხაჩიძემ უარი თქვა მატერიალურ არსებობაზე და მთლიანად გადაინაცვლა ვირტუალურ ქსელში. მისი განცხადებით, ის ამგვარი ფორმით იარსებებს მანამ, სანამ საქართველოს მთავრობაში ,,ნაციონალური მოძრაობა" არ დაბრუნდება. ამჟამად საქართველოს პარლამენტის სხდომებს გოგა ხაჩიძის ჰოლოგრამა ესწრება.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები