ბოყოიე

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბოყოიე (დ. 9 სურწყუნისი, 959, ქვიტირი ― გ. 12 აპნისი, 1032, ქუთაისი) — ქართველი ტვინიკოსი, ბოყოიეს სახელობის გალაქტიკათაშორისი უნივერსიტეტის პირველი რექტორი (999) და ამავდროულად 999 წლიდან 1032 წლამდე ყველაფეროლოგიის კათედრის გამგე. საქართველოს უშველებელი სამეფოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1013).

ბიოგრაფია

ბოყოიე დაიბადა ქართველი ცეცხლთაყვანისმცემლების ოჯახში. 975 წელს დაამთავრა ქვიტირის ყანა-მებოსტნეობის სკოლა, 976 წლიდან სწავლობდა ტრაპიზონის უნივერსიტეტში სამეფო ინტრიგების ფაკულტეტის შპიონთა განყოფილებაზე. 979 წლიდან იყო ევროპაში, ეცნობოდა ლანტებეფისა და ბარონ დიუჟინის ლაბორატორიებს და იქ მიმდინარე სამუშაოებს. 985 წელს გახდა ყველაფეროლოგიის მაგისტრი ტრაპიზონის უნივერსიტეტში, 986 წელს დოქტორი. ერთი წლით ადრე, 985 წელს დაწყებული საქმიანობა გააგრძელა, როგორც დოცენტმა, ხოლო სადოქტოროს დაცვის შემდეგ როგორც პროფესორმა. 986-999 წწ. ბოყოიე იყო ტრაპიზონის უნივერსიტეტის ყველაფეროლოგიის პროფესორი. ბოყოიე იყო პირველი, რომელმაც მიიღო სიმინდიდან ლობიოს მარცვლები. ბოყოიამ თავის მოსწავლე ნუგზარიჩთან ერთად მიიღო ზოგიერთი დაუმსახურებელი ჯილდო. ნუგზარიჩთან ერთად ბოყოიე იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ბოყოიეს სახელობის გალაქტიკათაშორისი უნივერსიტეტის დაარსების საქმეში.

987 წელს ბოყოიამ ნუგზარასთან (ნუგზარიჩის მამასთან) ერთად მიიღო ქუთაისის აკადემიის უმაღლესი ჯილდო.

მოძიებულია „http://chiti.ge/pedia/index.php?title=ბოყოიე&oldid=28109-დან“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები