ბიძინა ივანიშვილი

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბიბი

ბიძინა ივანიშვილი ( წმინდა ბიძინა მდიდარი ) — ქოცების გლავნი ღვთაება და ამბობენ, რაღაც თანამდებობაც აქვსო. ქოცური მითოლოგიის მიხედვით, ბიძინა დაიბადა და გაიზარდა ჩვეულებრივ ოჯახში. ახალგაზრდობის წლებში გადასახლდა რუსეთში, სადაც დიდძალი ქონება მოიხვეჭა. წლების განმავლობაში ის საზოგადოებისგან განცალკევებით ცხოვრობდა (მეზობლის ბავშვივით). ითხზებოდა მრავალი ლეგენდა მის შესახებ, თუმცა სიმართლე არავინ იცოდა. შემდეგ ის პოლიტიკაში მოვიდა ერთ წლიანი ვაჭრობის შემდეგ შეისყიდა პარლამენტის სკამების უმეტესობა და კვლავ ვაჭრობს რათა დაამრგვალოს 100-მდე სკამების ოდენობა.

მომაკვდინებელი იარაღი - იუმორი

ბატონი ბიძინა ფლობს მომაკვდინებელ იარაღს-იუმორს.გადმოცემის თანახმად, მისი ერთი ანეგდოტიც კი სასიკვდილოა.მას მხოლოდ ორი ანეგდოტის მოყოლა დასჭირდა ნაცების დასამარცხებლად. მისი ჰიტ ანეგდოტებია:”იჯდეი-რაო” და ”შედი ქალო ბუტკაში”.ისინი პოპულარობას ახლაც არ კარგავენ, ჩარტებში მხოლოდ გუბაზ მილიონერ-კოსმონავტს ჩამორჩებიან.

როგორც ბატონი მიშა(ოღონდ ცაგარელი), გვამცნობს მისი ზეაღმატებული იუმორის გრძნობა განპირობებულია იმით, რომ ბატონი ბიძინა დაიბადა ჭორვილური ასტროლოგიური კალენდრის სწორედ იმ ციკლში როცა მგლის ნიშანი შედის ცხვრის ქურქის ეტლში, გარდა ამისა მას მფარველობს დათვისა და ორთავიანი ფრინველის ნიშნები. მისი სტიქიაა ცეცხლი, აშენებულის ნგრევა და ბობოქარი ტყუილები....

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები