ბედნიერების დემონსტრაცია ფეისბუქზე სინდრომი

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბედნიერების დემონსტრაცია ფეისბუქზე - იგივე "თქვენზე კარგად ვარ სინდრომი" იგივე "ნახეთ, ახლა მოვჯვი! სინდრომი" გავრცელებულია სოციალური ქსელების მომხმარებელთა უმრავლესობაში. ძირითადი სიმპტომებია:


1. სტატუსების დაპოსტვის დაუოკებელი სურვილი ნებისმიერ მოვლენაზე, მაგალითად: საჭმელზე, ახალ ნივთებზე, განწყობაზე, საკუთარი მაღალი ზნეობისთვის მიუღებელი სიტუაციების მწარე კრიტიკაზე, "აუუ რა ნასვამი ვარ შემოგევლეთ"-ზე, ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე (სწორედ აქედან მომდინარეობს სახელი "ნახეთ, ახლა მოვჯვი! სინდრომი")


2. სურათების დაპოსტვის დაუოკებელი სურვილი. მაგალითად ახალი მაისურის, საყურის ან ფეხსაცმელის ან სხვა ბევრი ისეთი რამის რაც გაგრძნობინებს რომ მოცემულ პიროვნებასთან შედარებით ყლეურად ცხოვრობ.


3. ყველანაირი გართობის საშუალების დემონსტრირება, რომელიც ხდება ასეთივე სიმპტომების მატარებელ პიროვნებებთან ერთად (ეგრეთწოდებული "ჩემები" ან "სასტავე") რაც ასევე გაგრძნობინებს, რომ ვერასდროს იქნები ისეთი მაგარი როგორც ისინი არიან და ყლეურად ცხოვრობ.


4. საკუთარი "CamWoW"-ს და "Pixect"-ის სურათები, საკუთარი "CamWoW"-ს და "Pixect"-ის სურათები ევრივეა.


5. პიროვნების მონიშვნა სტატუსზე სხვადასხვა მიზნით: მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესება, მის პირად პრობლემებზე საჯაროდ მსჯელობა, "აუ სად დამეკარგე???", "აუუ ის თუ გახსოვსსს?" და ა.შ... რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება მონიშნულ პიროვნებათა რიცხვი, უფრო ძლიერი იქნება დემონსტრირების ძალა და უფრო კაი ტიპი გამოჩნდები.


6. ახალი "რელეიშენშიფები" კვირაში ერთხელ მაინც. (იშვიათი სიმპტომია, თუმცა გამოვლინებისას მტერს და ავს)


7. 1500-ამდე "ფრენდი". აბა ისე ყველას არ ეცოდინება რა თესლი ხარ.


8. იკვებებიან იმ აზრით, რომ ასე საზოგადოებაში ადგილს იმკვიდრებენ.


მეცნიერთა მრავალმხრივი კვლევით დადგინდა, რომ ასეთ ხალხს არაფერი ეშველება სანამ ყველა სოციალური ქსელი არ მოისპობა, რაც შეუძლებელია. შესაბამისად სინდრომი მკურნალობას არ ექვემდებარება.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები