ასავალ-დასავალი

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ასავალ-დასავალი - ბეჭდური მედიის ღირსეული წარმომადგენელი,დემოკრატიის ნამდვილი ბურჯი,რომლის ფურცლებიც მხოლოდ ჭეშმარიტებას ღაღადებენ.მისი ანალოგი მსოფლიო მედიაში ფაქტობრივად არ მოიძებნება.ობიექტურობის მხრივ მას მხოლოდ ბრიტანული Guardian ან ამერიკული The New York Times შეიძლება რომ შევადაროთ,თუმცა ასეთ შემთხვევაშიც კი ასავალ-დასავალის უპირატესობა თვალშისაცემი იქნება.რუკაზე არ მოიძებნება ქვეყანა,რომელშიც იგი არ გამოიცემა,ხოლო უზარმაზარი რაოდენობის გამო მისი ზუსტი ტირაჟის დადგენა ვერ ხერხდება.მკითხველისთვის ნამდვილი საუკუნო ტანჯვაა ის დრო,რომელსაც იგი წმინდა სიმართლით გაჟღენთილი გვერდის შემდეგ გვერდამდე გადაფურცვლას ანდომებს.ასავალ-დასავალი უკვე მრავალი წელია დგას სიმართლის სადარაჯოზე და დღემდე აგრძელებს მკითხველის გაოცებას.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები