არჩევნები

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არაგორნი და მკვდარი სულები ხაშურის საარჩევნო უბანზე

არჩევნები - ერთგვარი სამოქალაქო ომი, რომელიც იმართება 4 ან 5 წელიწადში ერთხელ. ამ ომის მასშტაბები გასაოცრად დიდია, მასში ჩართულია ყველა, მათ შორის უკვე გარდაცვლილი ადამიანებიც, რომლებიც ცნობილნი არიან კრებითი სახელით - მკვდარი სულები. მკვდარი სულების არჩევნებში გამოყენების პრაქტიკა მოდის შუახმელეთიდან, როდესაც არაგორნმა ისილდურის წყევლის ახსნის სანაცვლოდ მოისყიდა ამომრჩევლები და ფროდოს მორდორის არჩევნები მოაგებინა.

სარჩევი

არჩევნები საქართველოში

საქართველოში, სხვა ნორმალური ქვეყნების მსგავსად, არჩევნების პროცესი იყოფა სამ ნაწილად:

  • წინასაარჩევნო პერიოდი
  • არჩევნების დღე
  • არჩევნების შემდგომი პერიოდი

წინასაარჩევნო პერიოდი საქართველოში

არის დროის ერთადერთი მონაკვეთი, როცა ყველა პარტიას ახსენდება ამომრჩევლების ანუ ხალხის არსებობა ქვეყანაში. ამ დროს, მოქმედ და პოტენციურ პოლიტიკოსებსა და ერს შორის იწყება ფართომასშტაბიანი დიალოგის პროცესი, რომელიც გულისხმობს ძირითადად ფუჭი დაპირებების გაცემას და ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრას, ხოლო ხალხის მხრიდან ამ დაპირებების სრულიად გულუბრყვილოდ დაჯერებას და ნაცრიანი თვალებით წასვლას არჩევნებზე. ამ პერიოდში ასევე გამოკვეთილად აქვს ადგილი შეფარულ მუქარას ერთმანეთისადმი, რომელიც საზოგადოებაში ცნობილია ფრაზით მაგას არჩევნებით გავარკვევთ!

წინასაარჩევნო პერიოდის გვერდითი ეფექტები

ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას უჩნდება ილუზია, რომ რამის შეცვლა შეუძლია, ქართველი მომღერლები იწყებენ მუშაობას, ხოლო ქართველი მძღოლები წყვეტენ ღვედის შეკვრას და სხვა კანონების დაცვას. ამ უკანასკნელს, როგორც წესი ახლავს საზოგადოდ ცნობილი ფრაზა მოიცა კაცო, ვინ გაგაჩერებს ამ შუა არჩევნების დროს და რა ჯარიმა კაცო, არჩევნებია!

არჩევნების დღე

ამ დღეს სხვადასხვა ცნობილ სახეებს და საზოგადო მოღვაწეებს ახსენდებათ, რომ ჰყავთ ოჯახი და მათთან ერთად მიდიან არჩევანის გასაკეთებლად, ხოლო საარჩევნო უბანზე მათ ქართული მედიის წარმომადგენლები ხვდებათ, რომ მერე მთელი დღის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში გაავრცელონ კადრები, როგორ უჭირავს რომელიმე ცნობილ სახეს ცალ ხელში თოთო შვილი, ხოლო მეორეთი კონვერტს საარჩევნო ყუთში ჩრის.

ქართველი ამომრჩეველი არჩევნებზე ძირითადად საკუთარი პასტით წასვლას ამჯობინებს, ყოველი შემთხვევისთვის.

არჩევნების შემდგომი პერიოდი

არჩევნების შემდეგ, როგორც წესი, იწყება ეროვნების, ღირსების, სამართლიანობის, ქონების, სამსახურის, ქალიშვილობის წართმევის და ერის ამერიკანიზაციის, გაპიდარასტების, ან წართმეული ღირსების, ეროვნების, ქალიშვილობის, ორიენტაციის დაბრუნების და რუსეთში გაწევრიანების პროცესი, გააჩნია როგორ ხასიათზე გაიღვიძებს არჩევნებში გამარჯვებული პარტია.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები