ანი ნოზაძე

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანი გრძნობის მომენტში

ანი ნოზაძე - ქართველი ნომფა, პოეტესა, გრძნობის დედოფალი, ყველაზე სასურველი სადედამთილო.

ბიოგრაფია

ბავშვი დააძინეთ, ლექსი არ თქვას!

ცნობილი ლეგენდის თანახმად ანი ნოზაძე თავად სირინოზების შთამომავალი ყოფილა, რაზეც მისი გვარი მოწმობს. მისი ბაბუის მამა სოლომონი, ჯერ კიდევ სირინოზაძის გვარიდ სარგებლობდა, მაგრამ თურქების ინტერვენციის შემდგომ ქვეყანაში აიკრძალა ბერძნულ მითოლოგისთან დაკავშირებული ყველა გვარი. სოლომონის ვაჟმა ვერ გაუძლო ოტომანების ძლიერ წნეხს და მან, სირინოზაძეს ჩამოაშორა პრეფიქსი „სირი“, რის შემდეგაც იწერებიან ნოზაძეებად.

ანი ნოზაძე დაიბადა ქალაქ თბილისში, 1981 წლის 13 მაისს. ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ კოტე მახარაძემ ფრაზა "Ликует столица Грузии" თბილისის "დინამოს" თასების თასის ფინალში გამარჯვების გამო წარმოსთვა, თუმცა მას სწორედ იმ წამს აცნობეს საქართველოში თაობის უდიდესი პოეტის დაბადების შესახებ.

როდესაც ბებიაქალმა ანა ნოზაძეს ტაკოზე წამოარტყა ახალშობილმა პოეტესამ ტირილის ნაცვლად გრძნობებით აღსავსე ლექსი წარმოსთქვა, რის შედეგადაც ოთახში მყოფი ყველა ადამიანი აატირა. ცნობილია, რომ კორიდორში მომლოდინე ნოზაძის მამას მახარობელი ტირილით მივარდა, დაუჩოქა და ასეთი შვილის გაკეთებისთვის ფული იქით ჩაუკუჭა ჯიბეში.

როდესაც ანის მამა სახლში მთვრალი ბრუნდებოდა, ის ჩუმად იხდიდა ფეხზე, საძნებელი ოთახისკენ ფრთხლად მიდიოდა და უხმაუროდ წვებოდა საწოლში, რადგან გაღვიძების შემთხვევაში ანი თავისი ოთახიდან გამოდიოდა, სოუზს აცხელებდა, პიანინოზე ნაზ და ამბიენტურ მუსიკას უკრავდა და თავის ლექსებს კთხულობდა. "ბავშვი დააძინეთ, ლექსი არ თქვას!" - ამბობდა ანის მამა.

შემოქმედება

ანი ნოზაძის შემოქმედება მოიცავს 69 სრულყოფილ ლექსს, რომელიც მთლიანად გადმოსცემს თინეიჯერი გოგონას სოციო-კულტურული პრობლემატიკის არსს. პოეტესას თქმით, მაქვს აქვს რესურსი დაწეროს უფრო მეტი ლექსი, თუმცა მთავარია არა რაოდენობა - არამედ გრძნობა!

ანი ნოზაძე აღიარებულია პოეზიის მაია ასათიანად.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები