ამერიკის შეერთებული შტატები

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Icon edit.png
დაუმთავრებელი სტატია ეს დაუმთავრებელი სტატიაა ან უბრალოდ არცისე შეეფერება ჩვენს სატირულ-იუმორისტულ სტანდარტებს. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩიტიპედიას და შეავსოთ იგი.
ამერიკის შეერთებული შტატები
Flag-usa.jpg
დროშა
Maccas-Logo-Red-Box-Golden-Arches-no-keyline.jpg
გერბი
დევიზი: In god we trust
Map-of-usa.png
პრეზიდენტი შავი კაცი
მოსახლეობა 0 (ამერიკელი ერი არ არსებობს)
რელიგია ურჯულოები
დაარსდა ამერიკის ხელა ხე მიდგას ეზოში
სასაათე სარტყელი ჩვენთან რო დღეა იქ ღამეა

ამერიკის შეერთებული შტატები (აშშ) - ქვეყანა დედამიწაზე, იგივე ამერიკა, ამერიკის შეერთებული შტატები, სეშეა, შტატები, უსა და ა.შ. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს პარტნიორი და პატრონი ქვეყანაა, რომელიც გაჭირვების ჟამს წყალსაც მოგაწვდის და პლედსაც. აშშ-ს მიმართ საქართველოში ამბივალენტური დამოკიდებულებაა, რომელიც ყოველდღიურად ჰპოვებს გამოძახილს თაობათა ბრძოლის ქარტეხილებში. ამერიკელები ცნობილნი არიან როგორც სწორუპოვარნი კაცობის, მეობის, ღირსების, ისტორიის და ტრადიციების წართმევის საქმეში. სამაგიეროდ ქვეყანას უხვად ამარაგებენ იეღოვური ლიტერატურით, დოლარებით და (ლოკალური პარლამენტის ჯინაზე) ბუსუსებიანი პრეზერვატივებით. ასევე ხელს უწყობენ კაცის კაცთან ქორწინებას, რათა საბოლოოდ დაასამარონ ესა თუ ის ერი. საქართველოში ეს მზაკვრული გეგმა ჩაეშალათ რეზო ამაშუკელის გამჭრიახობის წყალობით.

ისტორია

თუ თქვენ აქამდე გეგონათ, რომ პატიმრების და კატორღელების აშენებული ქვეყანა ავსტრალია იყო, ხოლო ამერიკა ევროპელი თავადების, პურიტანების და სამეფო ოჯახების ოცდამეშვიდე შვილების დაარსებული, მაშინ ძალიან ცდებოდით. მსოფლიო ისტორიის ქართველი მოქეიფე და ჯიგარი სპეციალისტების თქმით ამერიკა ერთი უკულტურო, უძირო და უფესვო ქვეყანაა. თუმცა შეუძლებელია დაეთანხმო ამას, რადგან ევროპელი ემიგრანტების, პლანტატორების, თავადების და ა.შ. ფუძეში უხვად მოედინება ძირძველი ამერიკული სისხლი, იმ ინდიელთა ტომებისა, რომელთა გენოციდის შედეგადად თეთრი რასა ამერიკის კონტინენტზე გაბატონდა.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები