ალკოჰოლიზმი

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალკოჰოლიზმი (ალკოჰოლზე დამოკიდებულება) - დაავადება რომელიც ალკოჰოლის ხშირ მომხმარებელს უვითარდება. ამ დაავადების მსხვერპლი ალკოჰოლური სასმელის გარეშე ერთ დღესაც (მწვავე შემთხვევებში ერთ საათსაც) ვერ ძლებს და ხშირად ისეთი დონის ინტოქსიკაციას (თრობას) განიცდის, რომ მნიშვნელოვან ნივთებს კარგავს, მაგალითად სახლის, მანქანის ან ყითა ნაწლავის გასაღებს.

სარჩევი

ალკოჰოლიზმის ცნობილი შემთხვევები

ალკოჰოლიზმი ადამიანზე დამღუპველ ზეგავლენას ახდენს და შეუძლია ფატალურად შეცვალოს ადამიანის, ზოგ შემთხვევაში კი ისტორიის ბედი. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე ცნობილი მაგალითი.

ლოტი

ბიბლიური პერსონაჟი, სავარაუდოდ ალკოჰოლიზმის პირველი მსხვერპლი კაცობრიობის ისტორიაში, რაც გასაკვირი არ არის, თუკი მის წარმომავლობას გავითვალისწინებთ. ლოტი პიდარასტების ქალაქში დაიბადა და გაიზარდა.

ყველასათვის ცნობილ ავბედით დღეს ლოტი სრულიად შემთხვევით გადაურჩა. წინა დღით ძმაკაცის ბიჭის ქორწილში იყო და ზომაზე მეტის დალევა მოუხდა. მეორე დილით ბალიშიდან თავს ვერ წევდა. ამ ფენომენს მეცნიერები ნაბახუსევს (ძველ ქართულად პახმელიას) უწოდებენ. ლოტი გამოცდილი კაცი იყო და კარგად იცოდა, რომ მას მხოლოდ ხაში თუ უშველიდა. ტრადიციულად კარგ ხაშს ამზადებდნენ მეზობელ ქალაქ ვალაში და ლოტიც იქ გაეშურა თავის ქალიშვილებთან ერთად.

გოგირდის წვიმის შემდგომ ლოტს დეპრესია შეეპარა, ალკოჰოლიზმმაც თავი იჩინა და კიდევ ერთხელ დაეწაფა უზომოდ ღვინოს. მთვრალზე მოინდომა ბავშვების გაღვიძება და დაძინება (ალკოჰოლით ინტოქსიკაციის ხშირი თანამდევი მოვლენა), გააღვიძა, ეფერა, ეფერა და..

ტროას მოსახლეობა

ძველი ტროას მოსახლეობა ოდითგანვე განთქმული იყო ალკოჰოლიზმით. როგორც ძველი ბერძნები იტყოდნენ უბედური სიმთვრალე ახასიათებდათ. ალკოჰოლიზმი განსაკუთრებით გამწვავდა ტროას 10 წლიანი ალყის დროს. ტროელებს საკვები არ ქონდათ და სასმელი უფრო სწრაფად ეკიდებოდათ. ერთი პერიოდი დანებებაც და ქალაქის გასაღების ჩაბარებაც გადაწყვიტეს, თუმცა გასაღებს ვერ მიაგნეს (როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს ალკოჰოლიზმის ტიპიური სიმპტომია).

მათი ეს მდგომარეობა დამპყრობლის ყურამდეც მივიდა და ცბიერმა დამპყრობელმა ხის ცხენის გაკეთება გადაწყვიტა, მთვრალ ტროელებს ნამდვილი ეგონებათო. არც შემცდარან, ტროას მკვიდრებმა ცხენი დიდი ზარზეიმით შეიყვანეს ქალაქში. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ტროას მეფე ისეთი მთვრალი ყოფილა, ხის ცხენს შემოჯდომია და გაჰკიოდა „აჩუ ცხენო საით გაგაჭენო“ - ს. ტროას ისტორიის ფატალური დასასრული მკითხველს კარგად მოეხსენება. მითიურმა ბრედ პიტმა ქალაქის არსებობას და ტროას მოქალაქეთა აღვირახსნილ ალკოჰოლიზმს წერტილი დაუსვა, ალექსანდრე მაკედონელის დედა ცოლად მოიყვანა და დღემდე ბედნიერად ცხოვრობს ჰოლივუდში ზანგის ბავშვებთან ერთად.

ჯალალედინი

ხვარაზმის უკანასკნელი და ყველაზე სისხლის (და არა მარტო სისხლის) მსმელი მმართველი (1220 – 1231 წწ). მისი სახელი განსაკუთრებულად შავი ასოებით არის ჩაწერილი საქართველოს, კერძოდ თბილისის ისტორიაში. სხვა მრავალ მანკიერებასთან ერთად ჯალალს ალკოჰოლის მიმართ უსაზღვრო ტრფობაც ახასიათებდა. ფხიზელი პრაქტიკულად არავის უნახავს. მემატიანე გვამცნობს, რომ თბილისის აოხრების დროს ისეთ მთვრალი იყო, რომ ერთი ასად ეჩვენებოდა.

თევდორე კველთელი

მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისის სახელოვანი ქართველი გმირი, ასევე ცნობილი როგორც თევდორე მღვდელი. ოსმალთა შემოსევის დროს თევდორე კველთელი საკმაოდ შეზარხოშებული ყოფილა. ის ჩვეული ქართული სტუმართმოყვარეობით დახვა ოსმალებს და რათქმაუნდა მეგზურობაზეც არ უთქვამს უარი (როგორც იმ დროს იტყოდნენ სტუმარი ღვთისააო). მაგრამ თევდორეს მთვრალზე გზა აერია და ტყეში დაიკარგა. საბრალოს ოსმალებმა არ აპატიეს და სიკვდილით დასაჯეს.

სოზარ სუბარი

ამ ადამიანის ალკოჰოლიზმის გვერდზე მოხვედრა სხვა არაფერია თუ არა წმინდა წყლის ცილისწამება. სოზარი და ალკოჰოლი? მაგათი, როდის?!

იმერელი გლეხის ბიჭი

მას შემდეგ რაც ეშმაკს სული მიყიდა და გამდიდრდა, გლეხის ბიჭს თავში აუვარდა და დალევა დაიწყო. მალე მავნე ჩვევა დამოკიდებულებაში გადაეზარდა და ალკოჰოლიზმად ჩამოუყალიბდა. ერთხელაც ისე დათვრა, სასქესო ორგანო კრახმალში ამოავლო და მთელი ღამე ცოლს დასდევდა კასპერი ვარ კასპერიო. იმ ღამის შედეგებს ის დღემდე იმკის.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები