ალექსანდრე ნეველის ძვალი

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძვალი ხსნილია ძაღლებშიც

ალექსანდრე ნეველის ძვალი - ანატომიური ღვთაებრივი ნივთი, რომელიც საქართველო-რუსეთს შორის ხიდად გაიდო 2013 წლის 23 იანვარს.

ისტორია

ალექსანდრე ნეველის ძვალი თავდაპირველად გვხვდება ბიბლიაში, დაბადებაში. როდესაც ღმერთმა გადაწყვიტა შეექმნა კომპანიონი ადამისათვის, მან ჯერ ალექსანდრე ნეველის ძვლისათვის სულის შთაბერვა გადაწყვიტა, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა და ადამს ბალიშთან 37 მანეთი დაუდო, რომლის საშუალებითაც მისი შთამომავალი კავკასიელები ალექსანდრე ნეველის შვილებთან ივლიდნენ გასართობად. ცნობილია, რომ როდესაც ღმერთმა ნეკნის იდეა შვა და ნეველის ძვალი აღარ დაჭირდა ხსენებული ანატომიური ნივთი სადღაც მოისროლა.

ედემის ბაღიდან გამოძევების შემდეგ ალექსანდრე ნეველის ძვალი ყელში გაეჩხირა უკრაინის იმჟამინდელ მმართველს ვიქტორ იუშენკო უფროსს (ვიქტორ იუშენკოს წინაპარი), ისტორიული წყაროების თანახმად სწორედ აქედან მოდის გამოთქმა: "ყელში ძვალი გაეჩხირა."

ვიქტორ იუშენკო უფროსის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ უკრაინულმა ორატორებმა ინციდენტში რუსეთის იმპერია დაადანაშაულეს და ძვალი პირდაპირ მათი მისამართით მოისროლეს. ხახოლების ნასროლი ძვალი პირდაპირ ივანე მრისხანეს ვაჟს მოხვდა თავში და გარდაიცვალა. დედოფალმა მარია ივანნამ შვილის სიკვდილში ივანე დაადანაშაულა, რადგან მან დროზე არ მოაგვარა ურთიერთობები უკრაინელებთან: "შენ მოჰკალი ჩვენი შვილი, ივან!" - შეჰკივლა მან. სწორედ აქედან მოდის მცდარი მითი იმის შესახებ, რომ თითქოს ივანე მრისხანემ თავისი ვაჟი მოკლა.

მრისხანემ ალექსანდრე ნეველის ძვალი მოსკოვის შუაგულში დაასვენა, რათა მომავალ თაობებს დიპლომატიური გულგრილობის დროს მისი ოჯახური ტრაგედია გახსენებოდათ. სწორედ ამ დიპლომატიური გულგრილობის განსადევნად აჩუქეს საქართველოს ხსენებული ძვალი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მთავარი დიპლომატიური იარაღის, სადესანტო ჯარის მფარველი ძვალია.

ძვალი პოპ-კულტურაში

ალესანდრე ნეველის ძვლის შესახებ მრავალი რომანი დაწერილა, მრავალი ფილმი გადაუღიათ და სხვადასხვა პოპ-პროდუქტებშიც გამოუყენებიათ. მათ შორის არის:

  • ძვლები (Bones) - ამერიკული დეტექტიური სერიალი, რომელიც მოგვითხრობს ორი გამომძიებლის შესახებ, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით დასდევენ მკვლელს, რომელიც ალექსანდრე ნეველის ძვლით ხოცავს ადამიანებს.
  • მარველის: შურისმაძიებლები(Marvel: Avengers) - ცნობილი ამერიკული კომიქსების გმირები ერთად ებრძვიან ჩრდილოელ ღმერთ ლოკის. ასგარდიდან დედამიწაზე გადმოსულ ლოკის თავისი ძმა თორი დასდევს, რომელსაც თავისი ურო სახლში დარჩა და სანაცვლოდ ალექსანდრე ნეველის ძვალს იყენებს.
  • ჩემი ცოლის დაქალის ძვლები - კომედიური ფილმი, რომელიც გადაღებულია ტელესერიალი "ჩემი ცოლის დაქალების" შინაარსზე დაყრდნობით. ფილმში მოთხრობილია დიტოსა და კატოს საუცხოო თავგადასავალი ეგვიპტეში, როცა მათ ალექსანდრე ნეველის ძვლის მუმია გამოეკიდებათ და ავლაბრამდე ჩამოყვებათ. ავლაბარში მოსულს კი ძვალს ხელს დასტაცებენ და სამების საკათედრო ტაძარში დააბრძანებენ.

სასწაულები

1989 წელს ალექსანდრე ნეველის ძვალი ერთ-ერთ რუს სასულიერო პირს ხელიდან გაუვარდა და გატყდა. ცნობილია, რომ რუსი სასულიერო პირი ძვალს განსხვავებულ სასმისად იყენებდა რუსეთ-საქართველოს მეგობრობის სადღეგრძელოს დალევისას. გატეხილი ძვალი მოსკოვის ტრავმატოლოგიურ კლინიკაში დაასვენეს, სადაც ის თაბაშირის გარეშე რამდენიმე დღეში შეხორცდა.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები