ათი რეფორმა, რომელიც მცხეთაში უნდა გატარდეს სანამ დაბოლილები ვართ

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

როგორც ქართველთა უმთავრესმა ავტორიტეტმა თქვა, მცხეთა გახდა წმინდა დედაქალაქი, სადაც არაქართველი, არაქრისტიანი და "იმნაირი" არ უნდა ცხოვრობდეს. ამას გარდა, ჩვენ ხელში ჩაგვივარდა ინფორმაცია, რა რეფორმების გატარებასაც საპატრიარქო მცხეთაში დამატებით გეგმავს:


1. მცხეთაში არსებული მიწები ერთ ლარად გადაეცემა საპატრიარქოს (ფასზე კიდევ შეიძლება შევაჭრება). მცხეთის მერად დაინიშნება მიხეილ-გელა.

2. მცხეთაში იკრძალება ქალებისთვის შარვლის ჩაცმა, რამეთუ "დედაკაცი შარვალში სძაგსა უფალსა".

3. მცხეთაში იკრძალება ჯვრის გარეშე ყოფნა; ხოლო მცხეთელთა ფეისბუქის პროფილებზე პატრიარქის ფოტო სავალდებულოა.

4. რეიდებს არამორწმუნეთა აღმოჩენის შესახებ აწარმოებს ჯიპებით, აიფონებით, პლანშეტებით და სხვა საჭირო ატრიბუტებით აღჭურვილი მამაო.

5. ქალაქში წესრიგის დაცვას ახორციელებს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მოფერებით მმკ).

უნომრო. მცხეთის ოფიციალური საკანონმდებლო მაცნე ხდება გაზეთი ასავალ-დასავალი (მოფერებით "ასო").

7. მცხეთის ქუჩების სახელებში შედის მცირე შესწორება: ყველა ქუჩის ნომრიდან ამოღებულია ციფრი 6 (ტფუი ეშმაკს!!!).

8. ტაბურეტკა ცხადდება "იმნაირებისთვის" განკუთვნილ წმინდა იარაღად.

9. წმინდა ქალაქში ცოდვილები (ანუ ზანგები) არ უნდა ცხოვრობდნენ (აბა უცოდველნი რომ იყვნენ რა გააშავებდათ).

10. მცხეთაში იკრძალება ID ბარათები და მას ანაცვლებს ნათლობის მოწმობა. 16 წლის ზემოთ გოგოებზე ასევე სავალდებულოა ქალიშვილობის მოწმობის ტარება.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები