გლადიატორთა ბრძოლა სოლოლაკში

4,493 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 7 მარტი - "გლადიატორთა ბრძოლა სოლოლაკში" ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ონლაინ-ჟურნალი "Powerful Men of the World" (http://powerfullmen.com/europe/georgia/gladiators_in_sololaki.html). სტატიაში მოთხრობილია ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ტრიპოლსკის უჩვეულო გართობის შესახებ. როგორც "PMW" (ჟურნალის სახელწოდების აბრევიატურა) იუწყება, გუშინ საღამოს სოლოლაკში ტესტოსტერონის ნამდვილი ზეიმი იყო. შეზარხოშებულმა ტრიპოლსკიმ და ივანიშვილმა მამლების, ზებრების, ლემურების, კუების, ფლამინგოების, ხუხაშვილისა და ია ანთაძის ჩხუბის შემდეგ გადაწყვიტეს ერთმანეთისთვის მინისტრები დაეტაკებინათ. ბრძოლები ივანიშვილის ეზოში მდგარ კოლიზეუმში მიმდინარეობდა.

ერთმანეთს 4 მინისტრი შეეჯიბრა, თუმცა ბრძოლის დეტალები ჟურნალისთვის უცნობია. ჟურნალისტის ვარაუდით პრემიერმა არა მინისტრები, არამედ მინისტრები და პარლამენტარები აჩხუბა. "ეს სიმბოლურია, ივანიშვილს ნამდვილი checks and balances სისტემის აწყობა უნდა და აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს ერთმანეთთან პაექრობაში ავარჯიშებს." - წერს ჟურნალისტი ლინკოლნ მიტჩელი. "PMW"-სგან განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობს ფრანგული გაზეთი "ფიგარო," რომელიც მინისტრთა სპარინგს ნაც. მოძრაობასთან დაპირისპირებას უკავშირებს. "მათ ჰყავთ გიგი თევზაძე, რომელიც არის ტაი კვან დო-ს ოსტატი, ასევე სერგო რატიანი - ივანიშვილს კი მხოლოდ "ბალეტისტი" ფეხბურთელი და ტლანქი სუმოისტები, ცხადია, მას ნამდვილი მებრძოლები სჭირდება. უკეთესი იქნება თუ ის საერთოდ სპარტანულ აღზრდაზე გადავა." - ვკითხულობთ სტატიაში.

სოციო-კულტურული მეინსტრიმის მაღლა აწეული ცერი, შალვა რამიშვილი, აცხადებს, რომ საქართველოს ტიტანები მართავენ, თუმცა მათაც სჭირდებათ ვარჯიში.

კომენტარები