გოგონამ, რომელსაც სტატუსებს არ ულაიქებდნენ თხა იყიდა

9,817 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 13 აგვიტოს - თბილისელმა გოგონამ, რომელსაც სოციალურ ქსელ Facebook-ში ათასამდე მეგობარი ჰყავს, მაგრამ მათგან სტატუსებზე ლაიქს ვერ ეღირსა თხა იყიდა. გოგონას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მას მერე მიიღო, რაც გაანალიზა, რომ გათხოვება არ უნდა და შვილი არასოდეს ეყოლება.

"ფეისბუქზე მხოლოდ იმათ ულაიქებენ სტატუსებს ვინც თავის შვილებზე წერს რაღაცებს, მე კიდევ ეს ბედნიერება არ მინდა რომ მქონდეს." დასძინა გოგონამ. როგორც მან ჩიტთან საუბარში განაცხადა, ის ახლა ხშირად დაწერს ისეთ სტატუსებს, რომლებიც უამრაც ლაიქებს მიიღებს. "აუ, ჩემი თხა მარტო დავტოვე სახლში გუშინ, ჰო, უკვე იმხელაა, რომ ვტოვებ ხოლმე და რო მოვედი ანგრეული დამხვდა ყველაფერი, რა საყვარელია. რო გავუბრაზდი გაიბუტა." - ვკითხულობთ გოგონას სტატუსში, რომელსაც 500-მდე ლაიქი და ასზე მეტი კომენტარი აქვს. კომენტარებში ძირითადად სჭრაბობს <3 სმაილები და "აურასყვარელია" ტიპის მესიჯები.

გოგონა იმედოვნებს, რომ თხა მის მეგობარ გიგოს წიგნის წაკითხვას არ აცდის, რის შედეგადაც მას საშუალება ექნება ამ ცელქობის შესახებ მთელს Facebook-ს გაანდოს.

ქართველი სოციალური მედიის ექსპერტების განცხადებით, მომხმარებელთა ჩართულობა მსგავს კონტენტზე დიდია, ამიტომ სოციალურ ქსელში მოღვაწე ქართულ კომპანიებს ურჩევენ ხშირად წერონ სტატუსები თავიანთ შვილობილ კომპანიებზე.

კომენტარები