თბილისში "პროჭების" გამოფენა გაიხსნა

16,564 ნახვა 2 სგ
2 სგ

თბილისი, 26 თებერვალი - თანამედროვე ხელოვნების გალერეაში დღეს ახალგაზრდა ქართველი მხატვრის, თეკუჩა ფაილოძის გამოფენა გაიხსნა. მხატვარმა თავისი უახლესი ნამუშევრები საზოგადოების წინაშე პირველად გამოიტანა. როგორც ხელოვანი აცხადებს, ეს სერია ევროპაში პოპულარული ახალი ტრენდის გამოძახილია. შეგახსენებთ, რომ რამდენი კვირის წინ ევროპის სხვადასხვა გალერეებში ადამიანის ინტიმური ნაწილების ფოტოების, ქანდაკებების, ინსტალაციებისა და ფერწერული ნამუშევრების გამოფენები მოეწყო.

მიუხედავად იდეური მსგავსებისა, ფაილოძის ნამუშევრები პლაგიატის ელემენტებს არ შეიცავს, რადგან მის ფოტოებზე ადამიანები არიან გამოსახულები. "აქაა ყველა რა! აი, ამ პროჭმა მაგალითად ფული არ მასესხა იმ დღეს. ამ პროჭმა გადამაგდო რაღაც თემაზე. ამან თავის დაბადების დღეზე არ დამპატიჟა და რავი, კაროჩე, ყველანი არიან პროჭები და მოვაწყე ამ პროჭების გამოფენა, იდეაც ორიგინალური და არტულია და რავი, რა!" განაცხადა ხელოვანმა.

როგორც ჩიტისთვის ცნობილი გახდა, სულ მალე ფაილოძე ახალ სერიაზე დაიწყებს მუშაობას და ამ პროექტში გიორგი გაბედავა და სხვა ცნობილი ადამიანები იქნებიან ჩართულები.

კომენტარები