ჩიტი » საზოგადოება
ტფლისის საქალაქო სასამართლომ ჯალალ ად-დინს 100 ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ტფილისი, 1226 წელი – ტფილისის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლე თემურაზ ასპინძელის თავმჯდომარეობით ხვარზმ შაჰ ჯალალ ად-დინს ას ლარიანი ჯარიმა დააკისრა. შეგასხსენებთ, რომ ჯალალ ად-დინმა რამდენიმე საუკუნის წინ ქართველთა აქცია “არა ძალადობას! არა ხვარზმელთა ოკუპაციას! არა ქართველობის წართმევას!” დაარბია და მის მონაწილეებს თავები დააყრევინა. მეტეხის ხიდთან გამართულ აქციას ად-დინის დაქვემდებარებაში მყოფი მოლები დაერივნენ და მონაწილეებს ტაბლები, ფიალები, ყანწები და სხვა არამუსლიმური საგნები ალეწეს თავზე. აღნიშნული ფაქტი დაგმო საერთაშორისო თანამეგობრობამ.
საღვთო რომის იმპერიის იმპერატორმა ფრედერიკ II-მ მომხდარ ფაქტს ბარბაროსობა უწოდა და ქართულ სახელმწიფოს დამნაშავეთა დასჯისკენ მოუწოდა. თუმცა, როგორც მემატიანე გვამცნობს, “100 000 ქართველი უმალ 20 ‘პიდარასტს’ დაერევა ვიდრე ხვარაზმ შაჰს ან ზოგადად ოკუპანტს გაუწევს წინააღმდეგობას.”
No related posts.
საქართველოს უროლოგთა კავშირი პრესკონფერენციას მართავს
თბილისი, 9 მაისი – საქართველოს უროლოგთა კავშირმა “ჟურნალისტთა სახლში” სიმბოლური პრესკონფერენცია გამართა. არასამთავრობო ორგანიზაცია გიორგი გაბედავას მიმართ დღეს აგორებულ შავ პიარს გამოეხმაურა. კავშირის თავმჯდომარე ქართლოს დიდავას განცხადებით, დღეს საქართველოში მკვეთრად ირღვევა მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებები. “საგანგაშო სიტუაციაა!” განაცხადა დიდავამ. გიორგი გაბედავა ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც 17 მაისის აქციის დაშლისაკენ მოუწოდა ჯიგრიან ქართველებს. მისი ამ განცხადების შემდეგ სოციალურ ქსელებში უფლებადამცველს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა. როგორც უროლოგთა კავშირის წევრები აცხადებენ, გიორგი გაბედავა დათრგუნულია და ადგომა უჭირს.
“ჩვენი ქვეყანა უნიკალურია, ერთ კვადრატულ მეტრზე ამდენი სხვა ქვეყანაში არ არის, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამ ადამიანებს!”  დასძინა დიდავამ.
პრესკონფერენციისას ადგილი ჰქონდა შელაპარაკებასაც, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დიდავას “ფალოსი” უწოდა და პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა. აღნიშნულმა რეპლიკამ უროლოგთა გაღიზიანება გამოიწვია და ჟურნალისტს ბნელი უწოდეს. “თქვენ ახლა ისე მოგდით, LGBT უფლებადამცველები და მხარდამჭერები ხალხს რომ თვითონაც გეები ჰგონიათო.”
ჩიტის რედაქცია უერთდება უროლოგთა კავშირის მოთხოვნას შეწყდეს ზეწოლა გიორგი გაბედავაზე და გმობს ამ ადამიანის მიმართ მიმართულ დამცინავ და ცინიკურ გამოსვლებსა და გამონათქვამებს, მათ შორის ამ სტატიასაც!
Related posts:
ახალგაზრდა ფანი ბაჩო ახალაიას რეაქციით გულდაწყვეტილია
დასჯილი ბიჭუნა დედას სიმშვიდისკენ მოუწოდებს
თემქა, 1 მაისი – თექმის მესამე მიკრო-რაიონში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რომელსაც ბევრი პოლიტიკური სპეკულაცია მოჰყვა, დასჯილი ოთარიკო ნამორაძე განცხადებას ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტი დღეს, პირველ მაისს, ოთარიკოსა და მის მამას, არქიტექტორ შოთა ნამორაძეს შორის მოხდა. ბიჭუნამ მამას მეცადინეობისა და კარგი ნიშნების სანაცვლოდ, მისთვის სათამაშოების ყიდვისა და 9 საათის ნაცვლად 9:30-ზე დაძინების მოთხოვნით მიმართა, რამაც დამსახურებული არქიტექტორის ბრაზი გამოიწვია და ბიჭუნა კუთხეში დააკავა. მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში ნამორაძის სანათესაომ მამის გადაწყვეტილება ოთარიკოს არაადეკვატური ქცევით ახსნა. “ის მისაღებ ოთახში დარბოდა, ყვიროდა, შემდეგ საძინებელში შევარდა და ლოგინზე ხტუნვა დაიწყო.” – განცხადა ნამორაძის ბიცოლამ ჟურნალ “ლიბერალთან” ინტერვიუში.
თავად ოთარიკო მამისა და მისი სანათეოს განცხადებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ უბრალოდ ტახტზე იჯდა და წუწუნებდა როდესაც მას გაშმაგებული მამა მივარდა და თავში სულ “კამსამოლსკაია პრავდა” ურტყა, რის შემდეგაც ყურში ჩაავლო ხელი და კუთხესთან მიათრია. როგორც ჩიტმა გააკრვია, ოთარიკო აღმოსავლეთ კედლის კუთხეში დააყენეს, როგორც მართლმადიდებლურად მონათლული.
აღნიშნულ ინციდენტში მოგვიანებით ჩაერთო ოჯახის ბურჯი და დედა მარინე ფერაძე, რომელმაც დაგმო მეუღლის საქციელი და მას გონზე მოსვლა ურჩია.
პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად ოთარიკო ნამორაძემ კუთხიდან, რომლიდანაც მალევე გაათავისუფლეს, განცხადება გაავრცელა, რომელსაც ჩიტი უცვლელად გთავაზობთ:
“მე მოვუწოდებ დედას, ნუ გამოიყენებს ამ ინციდენტს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის. აშკარაა, რომ მამაზე გავლენა მოახდინა ბინის წინა პატრონმა, რომელიც უკვე შვიდი თვეა აქ აღარ ცხოვრობს, მაგრამ მაინც.”
ოჯახურ კონფლიქტს ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი, მისი თქმით, დღესდღეობით, 10 საათამდე დაძინება ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა.
Related posts:
ტარიელ ონიანი: “კუთხური შოვინიზმი არასწორია”
სანდრო კვიტაშვილის ბაღის გამგე ჰოსპიტალიზირებულია
განათლების ხარისხის განვითარების საბჭოს სხდომის ოქმი
საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმი
საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭო, მოქალაქეთა განცხადების საფუძველზე აგრარულ უნივერსიტეტში ჩატარებული საგამოძიებო და ხარისხის კონტროლის ღონისძიებების შედეგად, ადგენს:
შეუჩერდეს ავტორიზაცია საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს.
ავტორიზაციის შეჩერების საფუძვლად საბჭომ მიიჩნია ძიების პროცესში აღმოჩენილი შემდეგი დარღვევები:
საბჭო ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაცია “იუნესკოს” დასკვნას, რომლის საფუძველზეც აგრარულ უნივერსიტეტი ამოღებული იქნა მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან არასწორად ჩატარებული რემონტის გამო. რესტავრაციის დროს დარღვეული იქნა კონსერვაციის წესები და დროის ქარტეხილების მიერ უნივერსიტეტის კედლებზე შესრულებბული ბზარები არაადამიანურად იქნა ამოვსებული. ჭერის შებათქაშების შედეგად გამქრალია სახურავიდან ჩამოსული წყლის ლაქა, რომელსაც ჰქონდა ბოლნური ჯვრის ფორმა და თვითმხილველთა თქმით წვიმიან ამინდში მირონიც სდიოდა. ზემოთხსენებული კედლების გადაღებვას შეეწირა ქართული სტუდენტური ფოლკლორის რამდენიმე მარგალიტიც, “მე შენ მიყვარხარ, როგორც მაწონი / მე შენს სიყვარულს ვეღარ ავწონი.” და სხვ.
უნივერსიტეტში ჩატარებული სარემონტო სამუშაობის შედეგად, ჭერის ბათქაში შესრულებულია მასალით, რომელიც მაღლა აგდებულ ანთებულ ასანთის ღერს ვერ იკავებს.
უნივერსიტეტთან არსებულ კულინარიულ სასწავლებელში არ არსებობს სამარხვო კერძების დამზადების კურსი, რაც ეწინააღმდეგება ქვეყნის მოსახლეობის 87%-ის ინტერესებს. აღნიშნულ სასწავლებელთან პრობლემა შეექმნა საქართველოს საპატრიარქოსაც, როდესაც მათ თხოვნით მიმართეს კოქტეილების კურსის ხელმძღვანელს, შეეცვალა “სისხლიანი მერის” სახელი “100 000 მოწამით.”
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში არ მოიპოვება კვალიფიციური მეცნიერების ნაშრომები, მაგალითად, შუშანა ფუტკარაძის და სხვათა სამეცნიერო კვლევები.
სასწავლებლის ვიდეოთეკაში საბჭომ ვერ აღმოაჩინა ქართული კინემატოგრაფიის ისეთი შედევრები, როგორიცაა: “ჭრიჭინა,” “ბედნიერი შეხვედრა,” “ბანდიტი აგურის ქარხნიდან” და სხვ.
უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის მეცნიერების მიერ მიმდინარეობდა საშიში ექსპერიმენტები, რომლებიც ემსახურებოდა ხელოვნური ინტელექტის შექმნას. შესაბამისად, “ტერმინატორის” და “ტრანსფორმერების” სცენარის საქართველოში განვითარების თავიდან ასაცილებლად საბჭომ ავტორიზაციის ჩამორთმევისას ამ მიზეზითაც იხელმძღვანელა.
აგრარულ უნივერსიტეტში არსებული მერხების ზომა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციურ ნორმებს. აღნიშნული მერხების გარშემო შეუძლებელია ერთდროულად 4 ადამიანის დასხდომა, რაც სტუდენტებს ხელს უშლით “ჯოკრის” თამაშში. მერხების ზედაპირის ფართობზე შეუძლებელია დაეტიოს, ფურცელი (A4), კალამი, ერთი დასტა ბანქო კოზირის ამოსატრიალებლად და წაღებული კარტების ჯვარედინად დალაგების შემთხვევაში.  - პრობლემის გამოსასწორებლად აგრ. უნივერსიტეტს მიეცეს 2 თვე.
უნივერსიტეტის შენობა მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, რის გამოც 3 ლარიანი ტაქსები იქ დადიან 5 ლარად. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ საბჭოს რეკომენდაცია, გადმოეტანა შენობა და ეზო სადმე ვაკისკენ, უგულვებელჰყო.
უნივერსიტეტის სახელის შეცვლა დისკომფორტის შემცველია ბევრი ადამიანისთვის. ბატონ ბიძინას ჯერ მარტო სიტყვა “გენდერი” აქვს ნასწავლი და არ იცის რა არის “აგრარული.” საბჭოს თხოვნას, დაებრუნებინათ ძველი სახელი “სასოფლო,” უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ უარით უპასუხა.
აღნიშნული მიზეზების გამო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ დაადგინა, შეუჩერდეს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია, ხოლო სტუდენტები გადავიდნენ ჯიპაში.
Related posts:
სიახლე საგამოცდო თემების შეფასებაში
შსს ბექა გოჩიაშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თბილისი, 14 იანვარი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნდა ოფიციალური განცხადება, რომელიც პიანისტი ბექა გოჩიაშვილის დაკითხვას ეხმაურება. ჩიტი უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექსტს:
“დღეს, 14 იანვარს, ქართველებისათვის უწმინდეს დღეს, როდესაც მთელი ერი ემშვიდობება საახალწლო დღეებს და გადადის მუშაობისა და შრომის განახლებულ ფაზაში, სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენი ტელევიზიის – “რუსთავი 2-ის” საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლებმა ერთ-ერთ საქმეზე დაკითხვისას განახორციელეს ზეწოლა ეგზომ გენიალურ და ვირტუოზ პიანისტზე ბექა გოჩიაშვილზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია აღნიშნული პროვოკაციული ინფორმაციის გავცელებით და თავს ვალდებულად თვლის ნათელი მოჰფინოს სააკაშვილის რეჟიმის ბოლო გაფართხალებას.
ამა წლის 8 იანვარს, ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსმა, რომელიც შეზარხოშებული დაბრუნდა საშობაო სუფრიდან, თავის თანამშრომლებთან ერთად ამ წმინდა დღის აღნიშვის გაგრძელება გადაწვყიტა. ლხინისას პოლიციის უფროსმა გასცა ბრძანება, ბავშვის გაღვიძების შესახებ, პიანინოზე დაკვრის მიზნით. გაცემულ ბრძანებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს უმცროსმა ლეიტენანტმა გოცირიძემ და დეტექტივმა ბერიძემ, რის შედეგადაც მათ განყოფილებაში მიიყვანეს ბექა გოჩიაშვილი და გულითადად სთხოვეს, ყველანაირი ზეწოლის გარეშე, პიანინოზე “ჰერიო ბიჭებოს,” “თავისუფლება ლომთა ხვედრიას” და “გრიგის აი ის ტუ ნუ ნუ ნუ ნუ ნუ ნუუუ”-ს (Concerto A minor) დაკვრა. ბატონმა ბექამ გულისხმიერად შეუსრულა თხოვნა ჩვენს პოლიციელებს, რის შედეგადაც ის სახლში მანქანით მიიყვანეს (აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ საჭესთან ფხიზელი სტაჟორი იჯდა).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაუგებარია, თუ რატომ იცრუა ბექა გოჩიაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერით, თითქოს მასზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი. მასთან ერთად ვაკე-საბურთალოს განყოფილებაში იმყოფებოდნენ ელისო ჩაფიძე, რომელიც სოუზის და ხაჭაპურების გასაცხელებლად გააღვიძეს და პირველი არხის თანამშრომლები, რომლებიც დასათვლელად იქნენ გამოძახებულნი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ საზოგადოება არ აჰყვება სააკაშვილის რეჟიმის პროვოკაციებს, რომლებიც პოლიციელთა ღირსების შელახვისკენ არის მიმართული.”
განცხადების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე: http://police.ge/gochiashvili.html
სოციო-კულტურული მეინსტრიმის მოცარტის, შალვა რამიშვილის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი ხაზს უსვამს იმ ფაქტს რომ ახალი ხელისუფლება კულტურის სფეროს ააღორძინებს.
Related posts:
ხაშურის პოლიციის შენობაში შამანების რაზმებია მობილიზებული
წლის ყველაზე ყველაზეები!
ჩიტის ოფიციალურ გვერდზე ჩატარდა რამდენიმე გამოკითხვა, რომელთა შედეგადაც დადგინდა წლის ყველაზე ყველაზეები!
გთავაზობთ შედეგებს!
2012 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი:
I ადგილი – გუბაზ სანიკიძე – 370 ხმა
II ადგილი – მურმან დუმბაძე – 89 ხმა
III ადგილი – ბერა – 36 ხმა
გამოკითხვის სხვა მონაწილეები იყვნენ: ბიძინა ივანიშვილი – 27 ხმა, მიხეილ სააკაშვილი – 12 ხმა (აშკარაა, რომ ნაციონალების რეიტინგი მართლაც დაბალია), გოგა ხაჩიძე – 20 ხმა, ბაჩო ახალაია – 10 ხმა, ირაკლი ღარიბაშვილი – 14 ხმა, ვლადიმერ ბედუკაძე – 23 ხმა, ვანო მერაბიშვილი – 8 ხმა.
2012 წლის ყველაზე სექსუალური ქალი:
I ადგილი – ჩიორა თაქთაქიშვილი – 272 ხმა
II ადგილი – მარიამ საჯაია – 91 ხმა
III ადგილი – ვერა ქობალია – 29 ხმა
გამოკითხვის სხვა მონაწილეები: ეკა ბესელია – 26 ხმა, შორენა შავერდაშვილი – 28 ხმა, თამარ ჩერგოლეიშვილი – 20 ხმა, ეკატერინე ხვედელიძე – 5 ხმა, მაია ფანჯიკიძე – 7 ხმა, მანანა კობახიძე – 11 ხმა, ნინა წკრიალაშვილი – 5 ხმა.  თეა წულუკიანი დაგვავიწყდა.
ჩიტის მიერ 2012 წელს გადაღებულ საუკეთესო ვიდეოდ დასახელდა: “მორიგი უპრეცედენტო მოვლენა” – ერში ცნობილი როგორც ყლეობის სიუჟეტი.
ჩიტის მიერ 2012 წელს შალვა რამიშვილისთვის მინიჭებულ საუკეთესო რეგალიად დასახელდა: “სოციო კულტურული მეინსტრიმის ხაშურა”
Related posts:
2011 წლის ყველაზე ვიდეოები
2012 წლის ყველაზე ვიდეოები!
“ჩემი ცოლის დაქალები” ახალი სეზონიდან მეცხრე არხზე გავა
პარლამენტმა სექსუალური პროდუქციის გაყიდვა შეზღუდა
ქუთაისი, 28 ნოემბერი – საქართველოს პარლამენტმა ერის გამრავლების და გადარჩენის მიზნით სექსუალური პროდუქციის გაყიდვა შეზღუდა. ეყრდნობა რა უმრავლესობა ფრაზას აბო თბილელიდან, “არათუ ჩუკენთა მოიპოვონ სასუფეველი ცათა” პერსონა ნონ გრატად აცხადებს საშა გრეის, სტოიას და ჯინა ჯეიმისონს. მათ სამუდამოდ აეკრძალებათ საზღვრის გადმოკვეთა და საერთოდ საქართველოს ხსენება.
ვინაიდან სექსუალურ პროდუქციაში პრეზერვატივები და სხვა კონტრაცეპტივებიც მოიაზრება, საზოგადოებრივ ადგილებში მათი გაყიდვაც აიკრძალება. ექსპერტების აზრით, ეს გამოიწვევს თხის ფარების იატაკქვეშა ქსელების განვითარებას და ბიოლოგიური კონტრაცეპტივების კუსტარული წარმოების აღზევებას. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ უარყოფითთან ერთად ამ ფაქტს დადებითი კუთხეებიც აქვს, მაგალითად ის, რომ თხის ნაწლავი ლატექსთან შედარებით ბევრად უფრო ნატურალურია და ხმარების შემდეგ მისი გამოხარშვა და ხელმეორედ ხმარებაა შესაძლებელი.
ქალთა კონტრაცეპტივი, ე.წ “სპირალი” ჩანაცვლდება გურამ ფანჯიკიძის ამავე სახელის რომანით. წყვილს აეკრძალება სექსუალური აქტის წამოწყება წიგნის ბოლომდე ჩაკითხვის გარეშე.
ქართული სოციო-კულტურული მეინსტრიმის ხაშურა, შალვა რამიშვილი, აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს შიდა ეროვნული ინტეგრაციას.
სპეციალურად ჩიტისთვის – ალექსანდრე ბაგრატიონი
Related posts:
ქართველი ფემინისტები გინების წინააღმდეგ გამოდიან
Саломе Баркер постриглась в монахини
Тбилиси, 3 Октябрь – в связи с победой Бидзини Иванишвили в Парламентских выборах Грузии, знаменитая нонконформистка и репортер медия-холдинга “птичка” (раннее известной как “Чити”) Саломе Баркер постриглась в монахини. Баркер заявила, что после победы “Грузинской мечты” она одумалась и решила покаятса в своих грехах.
Скандальная блогерша выбрала себе имя Саломея и под этим именем она будет творить только доброту. “многие люди которым я не нравилась, говорили что у меня плохой и скрепуши голос, что я много говорю, что у меня крепки Л (ел), по этому я решила дать обет молчания.” – заявила матушка Саломея.
Эксперт по постриганиям в монахини Миша Тавхелидзе заявляет что решения Баркера улучшит ситуации в церкви и очень скоро начнется прогресс.
П.С. редакция “Птички” приносит свои извинения по поводу ортографий и грамматики в статьи, мы только что вступили на Русской орбите и учимся.
No related posts.
იმედი: „ყველაფერი ნოდარ მელაძის ბრალია“
თბილისი, 9 აგვისტო – დღეს დილიდან სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც იმედის ჟურნალისტი ქეთი ქაშაკაშვილი სააგენტო GHN–ის მასალაზე დაყრდნობით რუსეთის აგრესიას “ლეგალურს” უწოდებს, იმედის საინფორმაციო სამსახურის უფროსი მათე კირვალიძე გამოეხმაურა. კირვალიძის განცხადებით, შეცდომა რომელიც პირდაპირ ეთერში გაიპარა, ნოდარ მელაძის ბრალია. “ყველაფერი არის ნოდარ მელაძის ბრალი, იმიტომ რომ ის არის ნოდარ მელაძე – როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით” – განაცხადა კირვალიძემ.
ქეთი ქაშაკაშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე უკვე დატოვა “ქრონიკის” გუნდი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟურნალისტს მალე დააბრუნებენ სამსახურში და მის ნაცვლად ნოდარ მელაძეს გაუშვებენ. “ძნელია არ დაიბნე, როდესაც ‘ყურში’ მოლაპარაკე ნოდარ მელაძის (როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით) ხმა გესმის” – აცხადებენ იმედში.
“100 გრადუსი ცელსიუსის” ყოფილ წამყვანს სავარაუდოდ ალისტრახოს გუნდში გადაიყვანენ, რადგან მედია ექსპერტების აზრით, მისი ადგილი სწორედ იქ არის.
No related posts.
დიმა ჯაიანმა ელტონ ჯონს ღალატი ვერ აპატია
თბილისი, 8 აგვისტო – სკანდალურად ცნობილი და ყველასათვის ნერვების მომშლელი გაზეთი “პრაიმ ტაიმი” მსახიობ დიმა ჯაიანისა და მომღერალ ელტონ ჯონის ურთიერთობის შესახებ საკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს.
ტაბლოიდის ჟურნალისტი ჯაიანის და ლეგენდარული ბრიტანელი მომღერლის ურთიერთობით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ერთ–ერთ ქართულ ჟურნალთან ინტერვიუში სოხუმის თეატრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ელტონ ჯონის 200–მდე ფირფიტის გადაყრის ფაქტზე ისაუბრა: “ჩემი უსაყვარლესი მომღერალი იყო ელტონ ჯონი. მისი სიმღერების ორასზე მეტი ფირფიტა მქონდა, მაგრამ როცა მისი “გათხოვების” ამბავი გავიგე, ყველა გადავყარე.” – განაცხადა ჯაიანმა “რეიტინგთან” საუბარში.
“პრაიმ ტაიმის” რედაქტორი თაკო ფხაკაძე ჩიტთან საუბრისას აცხადებს, რომ ჯაიანის განცხადებამ ძალიან დააინტერესა: “როცა სტატია წავიკითხე, მივხვდი რომ ასე მარტივად არ იქნებოდა საქმე, არ მეგულება ავადმყოფურად ჰომოფობიური ადამიანი, რომელიც საყვარელი მომღერლის ფირფიტების კოლექციას ასეთი მიზეზით შეიძულებს. მითუმეტეს, რომ ბატონმა დიმამ და მსოფლიომ ელტონ ჯონის სექსუალური ორიენტაციის შესახებ უკვე დიდი ხანია იცის, თან Queen–ის ფირფიტების დიდი კოლექციაც აქვს ბატონ დიმას და ისინი არ გადაუყრია.” ფხაკაძის თქმით ეჭვის გაჩენის შემდეგ მან ერთ–ერთ ჟურნალისტს საქმის გამოძიება დაავალა და შედეგიც მიიღო.
“პრაიმ ტაიმის” სტატიაში ჯაიანის და ელტონ ჯონის ახლო მეგობრები მსახიობი რუპერტ ევერეტი და მომღერალი ჯორჯ მაიკლი აცხადებენ, რომ ბატონ დიმას და სერ ელტონს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ რომანი, რომელიც მას შემდეგ შეწყდა რაც დიმა ჯაიანი საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ვეღარ გახდა. “დიმიტრი მაშინ ძალიან ღრმა დეპრესიაში იყო, ელტონი ბოლომდე უწყობდა ხელს, მაგრამ მათი ურთიერთობა ჩიხში შევიდა და საბოლოოდ დაშორდნენ ერთმანეთს” – აცხადებს ევერეტი. ჯორჯ მაიკლი ჯაიანის გაფჭებული ხასიათის შესახებ მოგვითხრობს და აცხადებს, რომ სწორედ მისი რჩევით დაშორდა ელტონ ჯონი შეყვარებულს. “მე აღარ შემეძლო ამ ყველაფრის ყურება, ელტონი ყოველ ღამე ტიროდა, აურაცხელი რაოდენობის ნაყინს ჭამდა, ნორმალურ სიმღერას ვეღარ წერდა, თავისი ძველი სიმღერა ‘ნიკიტა’ – დიმიტრად გადააკეთა.”
“პრაიმ ტაიმში” გამოქვეყნებულ სტატიაზე ჯერ–ჯერობით კომენტარს არ აკეთებს დიმიტრი ჯაიანი, რომელიც საეჭვოდ არ იღებს ტელეფონს.
No related posts.