NASA „მედია ჯგუფს“ უპირსპირდება

4,641 ნახვა 0 სგ
0 სგ

ჰიუსტონი, 10 აგვისტო – აშშ–ს ნაციონალური კოსმოსური სააგენტო (NASA) ე.წ. მედია ჯგუფს და მის ხელმძღვანელ ალისტრახოს უპირისპირდება. მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი სამეცნიერო ინსტიტუტი შეშფოთებას გამოთქვამს ალისტრახოსა და მისი კოლეგების ქცევების გამო. “მედია ჯგუფმა” ნასას ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, რაც Mars Curiosity Rover–ის მიერ გამოგზავნილ სურათებში ალისტრახო და მისი თანაშემწეები დაფიქსირდნენ.

როგორც ჩიტმა გააკრვია, “მედია ჯგუფს” Mars Curiosity ქართული ოცნების ახალი პროექტი ეგონა, რომელიც მარსზე ქართველ ემიგრატებთან შესახვედრად გაიგზავნა. NASA–ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ დასდევს ალისტრახო როვერს, მის კამერასთან მიკროფონი მიაქვს და სთხოვს აღიაროს ვის მიერ არის დაფინანსებული:
“თქვენ ობიექტური როვერი ხართ? მარსი რომ წითელი არ არის და თქვენ საბჭოურ ფერებში გადასცემთ აქაურ სურათებს ეგ ობიექტურობაა?”

აშშ–ს მთავრობა და ნაციონალური კოსმოსური სააგენტო შეშფოთებას გამოთქვამენ აღნიშნულთან დაკავშირებით და საქართველოს მთავრობას ალისტრახოს მარსიდან ექსპროპრიაციისკენ მოუწოდებენ. ოფიციალური თბილისი თავისმხრივ ალისტრახოსთან ნებისმიერ კავშირს უარჰყოფს და ხელს ბაჩუკი ქარდავასკენ იშვერს, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მესამე ძალად ჩამოყალიბდა, მას შემდეგ რაც საქართველოში “must carry”–ისა და “may the force be with you”–ს პრინციპები ამოქმედდა.

ქართველი ექპერტი მიშა თავხელიძე აცხადებს, რომ ქართული პოლიტიკის ინტერსოლარსისტემური (არ იხ. უცხოსიტყვათა ლექსიკონი *ავტ.შენ.) მასშტაბები ცხადჰყოფს, რომ ჩვენ რუსეთის ორბიტას მოვწყდით და ვერანაირი გრავიტაცია უკან ვეღარ დაგვაბრუნებს.

კომენტარები