ირაკლი კუტალაძე საქართველოში ბრუნდება

16,446 ნახვა 1 სგ
1 სგ

თბილისი, 8 ივლისი - მას შემდეგ რაც, საქართველოში მათ ვინც ადრე ჩუმად იყვნენ - ახლა ხმა აღარ ამოეღებათ, ხოლო ვინც ხმას იღებდა - ისინი დადუმდნენ, საქართველოში ირაკლი კუტალაძე ბრუნდება. ნინი ბადურაშვილის ყოფილი ქმარი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთვება, ის ე.წ. "მამლის" როლს შეასრულებს. შეგახსენებთ, რომ "მამალი" საბავშვო თამაშების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია, არჩევანი-არადანის მიერ გუნდის წევრების განაწილების შემდეგ კენტად დარჩენილი ბავშვი უნივერსალად იქცევა და იმ გუნდს ეხმარება, რომელსაც მისი დახმარება ესაჭიროება. სწორედ ასეთი მამალი იქნება, თავისი დეზებივით წარბებით განთქმული, კუტალაძე. იგი ხან ექსპერტად მოგვევლინება, ხან ჟურნალისტად, ხან პეიჯის ადმინად, ხან მომიტინგედ და ხან საზღვარგარეთ წავა, რათა შემდეგში სათქმელი ჰქონდეს "მაშინ საქართველოში არ ვიყავიო."

როგორც ჩიტს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, კუტალაძემ "მამლობა" მას შემდეგ გადაწყვიტა რაც, ნინი ბადურაშვილმა მას გაუგონრად ატკინა არამარტო გული, არამედ ყველაფერი, ხოლო გაკვირვებულ კუტალაძეს ისღა დარჩენოდა საქართველოში ჩამოსულიყო და პოლიტიკურ ფერხულში აქტიურად გადაბმულიყო.

"კუტალაძეს ისე ეტკინა, ნინის ესემესებიც მოისმინა, გამიკვირდებოდა რომ არ ჩამოსულიყო. ბადურა კლავს, კლავს, კლავს!" განაცხადა ერთ-ერთმა მომღერალმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინა და თესლ პროექტზე მუშაობა განაგრძო.

კომენტარები