კოკოითი: "სააკაშვილმა მაგრად გამიტეხა!"

7,862 ნახვა 0 სგ
0 სგ

ცხინვალი, 19 სექტემბერი - სამაჩაბლოს ოკუპირებული ტერიტორიის ხელმძღვანელი, მარიონეტი, ედუარდ კოკოითი, მიხეილ სააკაშვილმა გაანაწყენა. ხვალ, 20 სექტემბერს, ე.წ. "სამხრეთ ოსეთში" რესპუბლიკის დღეს აღნიშნავენ და რუსეთიდან და მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან (ნიკარაგუა, ნაურუ, ნარნია და სხვა ნ-ზე დაწყებული ქვეყნები) სტუმრებს ელოდებიან.

როგორც კოკოითი აცხადებს, მას სასტუმროების ასაშენებლად ფული არ აქვს, სწორედ ამიტომ მან დამხარებისთვის სააკაშვილს მიმართა. "ჩოჩიევის პირით შევუთვალე, ცოტა ხნით შემოვალთ თქვენს დაქვემდებარებაში, აგვიშენე სასტუმროები და მერე ისევ გავალთ, ხალხში თავს ნუ მომჭრი-მეთქი და ამ სისხლისმხმელმა დიქტატორმა უარი მთხლიშა." - დასძინა კოკოითმა.

როგორც ქართველი ექსპერტები აცხადებენ, კოკოითს მანამდე რუსეთისთვისაც მიუმართავს ფულადი სახსრების გამოყოფის თხოვნით და ერთგვარი ფანდიც ჩაუტარებია. "სულ ცოტა ხნის წინ, კოკოითმა ცხინვალი დააძინა და მერე "ხლაპუშკების" ხეთქვა ატეხა, სწორედ ასე უნდოდა რუსეთის გაცურება." - აცხადებს შოთა მალაშხია. დეპუტატის განცხადებით, რუსეთი კოკოითის ფოკუსს არ წამოეგო და "პრეზიდენტს" ალიყური აჭამა.

პრობლემების მიუხედავად ცხინვალი მაინც მიიღებს უცხოელ სტუმრებს და ღამის გასათევად ოჯახებში გადაანაწილებენ. "მაგათ არაყს დავალევინებთ და მერე შეიძლება სულ ბოსელში დაიძინონ" - განაცხადა კოკოითმა, ოღონდ კულუარულად.

კომენტარები