ქართული ენის პედაგოგები შეშფოთებას გამოთქვამენ

4,777 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 18 სექტემბერი - ქართული ენის პედაგოგები და სპეციალისტები ახალგაზრდებში ქართული ენის ცოდნის დონით შეშფოთებულნი არიან. როგორც ბოლო კვლევებმა აჩვენა ქართული ენის დონე არა მარტო ლიტერატურულ არამედ საყოფაცხოვრებო დონეზეც დაეცა.

ქართული ენის ექსპერტი ანონო მენაბდე აცხადებს, რომ საქმე სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს. "პირველად, პრობლემის სიმწვავეზე მაშინ დავფიქრდი, როდესაც ჩემთან 15 წლის მოსწავლის აცრემლებული დედა მოვიდა და რჩევა მთხოვა." მენაბდის განცხადებით, დაზარალებული დედა შვილის შეკითხვამ - ბოზის შვილი ვიყო ერთად იწერება თუ ცალ-ცალკეო, შეაშფოთა. ექსპერტის აზრით ეს კატასტროფა არ არის, რადგან ის ახალგაზრდა დაინტერესდა მაინც, "ხოლო სხვები, საერთოდ, ფეხებზე იკიდებენ ყველაფერს," დასძინა მენაბდემ.

ქართული ენის პედაგოგთა კავშირი "მწრთვნელი" მშობლებს ურჩევს, სასწრაფოდ მიიღონ ზომები და შვილებს, რომლებიც Myvideo.ge-ზე, ფორუმებსა და სხვადასხვა ვებ-გვერდებზე გინებით არიან გართულები, ორთოგრაფიული ლექსიკონი შეაშველონ.

"ენა ჩვენი თვითინდიკატორია და ის არცერთ ასპექტში არ უნდა დამახინჯდეს და დაიკარგოს." - აცხადებენ კავშირის წევრები. მათი თქმით, ისიც საკმარისია, რომ "ბლიად-მა და იდი ნა ხუი-მ" ქართული შესატყვისები ჩაანაცვლა.

პედაგოგები სულ მალე ახალი ღონისძიებების გამართვას გეგმავენ.

კომენტარები