ჯაბა იოსელიანის საფლავის მთხრელები დააკავეს

15,109 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 6 იანვარი, 2012 - გუშინ, დიდუბის პანთეონში დაკრძალული დიდი საზოგადო მოღვაწის, მწერლის, პატრიოტის, ფილოსოფოსის, ერის მამის, ნამდვილი ქართველის, უმწიკვლოების განსახიერების და ა.შ.-ების, ჯაბა იოსელიანის, საფლავიდან ამოთხრა სცადეს. ამ შემზარავ ფაქტს უმალ გამოეხმაურა ქართული საზოგადოება და ძალოვანი სტრუქტურები. საზოგადოება ერის ცნობიერებაში ეძებს პრობლემებს, ხოლო საპატრულო პოლიცია - დამნაშავეს.

საბედნიეროდ, დამნაშავეები მალევე დააკავეს, თუმცა, მათი თქმით, ისინი ბატონი ჯაბასთვის მხოლოდ სათანადო პატივის მიგებას ცდილობდნენ. როგორც დაკავებულთა ლიდერი ქართლოსი მადლიერია აცხადებს, მას და მის მეგობრებს ძალიან აწუხებთ ჯაბა იოსელიანის, ხალხისთვის კი უბრალოდ ჯაბას, დიდუბის პანთეონში “ყოფნა” და მათ გადაწყვიტეს, ის დამსახურებულად გადაესვენებინათ მთაწმინდის პანთეონზე, ხოლო მოგვიანებით - ათონის მთაზე, ან სადმე უფრო მაგარ, ამაღლებულ და მისთვის შესაფერის ადგილზე.

როგორც ჩიტისთვის გახდა ცნობილი, ხელისუფლებამ ხალხის ხმა შეისმინა და ჯაბა იოსელიანს ლაზიკაში გადაკრძალავენ. არაშენებული ქალაქი გაშლილი ველებით ელის თავის პირველ ბინადარს.

კომენტარები