ვანო მერაბიშვილი: “აქციის მონაწილეების მოთხოვნებს ვერ დავაკმაყოფილებთ! :( ”

3,468 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 17 ივლისი - ფოტოგრაფების დაკავებასთან დაკავშირებით გამართულ აქციებს დღეს, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით დაუშვებელია აქციის მონაწილეთა მოთხოვნის დაკმაყოფილება. “ის რასაც აქციაზე შეკრებილი ჟურნალისტები და მოქალაქეები მოითხოვენ დაუშვებელი და მიუღებელია. ჩვენ რომ ეს მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ მომავალი თაობები და ევროპა არ გვაპატიებენ.” დასძინა მერაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ დაკავებულ 4 ფოტოგრაფს ჯაშუშობის ბრალდება წაუყენეს, საქმეს კი გრიფით საიდუმლო ადევს რის გამოც ქვეყანაში გაუგებრობა სუფევს.

“მე მესიმის ამ ადამიანების აღშფოთება, ინფორმაციული ვაკუუმიც თავისას შვება, მაგრამ არც ასე ცუდად არის საქმე, როგორც ჩანს.” აცხადებს მინისტრი. მერაბიშვილის განცხადებით, გასაგებია რომ გრიფის დადებამ გაუგებრობა და პანიკა გამოიწვია, რის შედეგადაც აქციის ორგანიზატორები და მასში მონაწილეები სხვა ფოტოგრაფების დაკავებასაც ითხოვენ.

“როდესაც დავინახე, რომ პლაკატებზე გადახაზული ფოტოაპარატები ეხატა, ძალიან შევშფოთდი. როგორც ჩანს მოსახლეობა ძალიან დაშინებულია ჯაშუშებითა და რუსეთის აგრესიით, მაგრამ მე მინდა დავამშვიდო საქართველოს ყველა მოქალაქე! ჩვენ ყველაფერს ვაკონტროლებთ და ქვეყნის უსაფრთხოებისათვის არ არის საჭირო ყველა ფოტოგრაფის დაკავება, მითუმეტეს მაშინ, როცა ისინი არ არიან ჯაშუშები.”

მერაბიშვილი აქციის მონაწილეებს სახლებში წასვლისა და სიმშვიდისაკენ მოუწოდებს.

დღესვე გავრცელდა საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებაც, სადაც ნათქვამია, რომ საქმეს გრიფი მალე აეხსნება და სასამართლოც საჯარო იქნება. პროკურატურაში იმედოვნებენ, რომ საქმის გასაჯაროვება სხვა ფოტოგრაფების ცხოვრებას გაადვლებს.

კომენტარები