ირაკლი ღარიბაშვილი: "პოლიციელის შეურაცხყოფის უფლება მარტო მღვდლებსა და მრევლს აქვთ!"

10,297 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 9 ივლისი - საქართველოს შინაგან საქმეთა და მუნდირის დაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 7 ივლისს დინამო არენასთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. მისი თქმით, პოლიციის შეურაცხყოფის უფლება საქართველოში არავის აქვს. "ჩვენ ვერ ავიტანთ საერო პირებისგან პოლიციის მუნდირის შეურაცხყოფას! ამის უფლება მხოლოდ სასულიერო პირებს აქვთ და მრევლის იმ წევრებს, რომლებსაც შესაბამისი კურთხევა აქვთ მიღებული." - დასძინა მან.

მინისტრის განცხადებაზე განმარტება გააკეთა შსმდს-ს (შინაგან საქმეთა და მუნდირის დაცვის სამინისტრო) პრეს-სპიკერმა ნინო გიორგობიანმა, მისი თქმით, 7 ივლისს დაკავებულ პირებს არ ახლდათ მათი "მამაო" და შესაბამისად მათი იდენტიფიცირება, როგორც მრევლის წევრებისა ვერ მოხერხდა. "პატრულის თანამშრომლის მიერ ჩამოხეულ პლაკატზე არ იყო დასმული ბოლნური ჯვრები და არც ნაკურთხი წყლის ნაწვეთები ეტყობოდა ზედ, ხოლო აქციის მონაწილეებს ხელში არ ეჭირათ არც ერთი ტაბურეტი, სწორედ ეს გახდა ინციდენტის მიზეზი." გიორგობიანი საქართველოს მოქალაქეებს საპროტესტო აქციის ჩატარებამდე კურთხევის აღებას ურჩევს, "მარტო მერიის სანქცია და კონსტიტუციური უფლება საკმარისი არ არის." - განაცხადა მან.

კომენტარები