არა თეოკრატიას!

1,434 ნახვა 0 სგ
0 სგ

ჩიტის გუნდი და რედაქცია მოგიწოდებთ, ხვალ, 2013 წლის 24 მაისს, 19:00 სთ.-ზე მობრძანდეთ დედა ენის ბაღში და უთხრათ უარი თეოკრატიას!

ეს აქცია არ არის ერთ-ერთი უმნიშვნელო აქცია, რომელზეც Facebook attending-ს მისცემთ, მაგრამ შემდეგ მისვლა დაგეზარებათ, ხვალ კრიტიკული დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ჩვენ უნდა დავანახოთ ხელისუფლებას და ხალხს რომ ჩვენ არ შევეგუებით ანაფორით მოსილ ძალადობას!

17 მაისის შემდეგ თბილისის ქუჩებში გრძელდება სადამსჯელო ჯგუფების მიერ მოქალაქეებზე ძალადობა!

დღეს მათ არ მოსწონთ როგორ გაცვიათ!
დღეს მათ არ მოსწონთ როგორ ფიქრობთ!
დღეს მათ არ მოსწონთ კანონი და კონსტიტუცია!

ხვალ თქვენ და თქვენს შვილებს აგიკრძალავენ წიგნის კითხვას - ეს უკვე ხდება სხვადასხვა მოძღვრების მიერ, როდესაც ისინი თავის მრევლს მხატვრული ლიტერატურის კითხვას უკრძალავენ. თქვენ აგიკრძალავენ ოსკარ ვაილდის, ტრუმან კაპოტეს, მარსელ პრუსტის და სხვათა ნაწარმოების კითხვას, რადგან ისინი LGBT პირები იყვნენ. აგიკრძალავენ ტოლკინის, აზიმოვის, პალანიკის, ბუკოვსკის და სხვათა ნაწარმოებების კითხვას, რადგან ისინი მკრეხელები არიან.

აგიკრძალავენ ნახოთ, ალმოდოვარის, პაზოლინის, ბერტოლუჩის და სხვათა ფილმები, რადგან ჩათვლიან რომ ეს თქვენ რწმენას შეარყევს და ცოდვაში ჩაგაგდებთ.

აგიკრძალავენ Queen-ის, The Beatles-ის, Led Zeppelin-ის და სხვათა მუსიკის მოსმენას, რადგან ეს სატანურია!

ბრბოს და ბნელ მასებს არ აქვთ ძალაუფლება ვიდრე მათ ჩვენთვითონ არ გავუფორმებთ და გადავულოცავთ ასპარეზს!

მოდი, ხვალ, 2013 წლის 24 მაისს დედაენის ბაღში და უთხარი მოძალადე "უფლება დამცველებსა" და მოძალადე სასულიერო პირებს - არა თეოკრატიას!

როდესაც თქვენი შვილები გკითხავენ: "სად იყავი შენ იმ დღეს?" ნუ უპასუხებთ: "დამეზარა და ვერ მივედი :("

რამდენად პათეთკურადაც არ უნდა ჟღერდეს, ხვალ, დღეს და უახლოეს მომავალში გადაწყდება ჩვენი და ჩვენი შვილების ბედი! იცხოვრებენ ისინი ტაბურეტკიან თუ თავისუფალ საქართველოში!

ადრე მონობა იძულებით იყო - ახლა არჩევანია!

კომენტარები