ვაზისუბანში, ერთ-ერთი ბინის ფანჯარაზე O.o სმაილი გამოისახა

10,964 ნახვა 1 სგ
1 სგ

საქართველოში ბოლო დროს გახშირებულ შუშისტურ სასწაულებს კიდევ ერთი შეემატა. ამჯერად ზებუნებრივი მოვლენა ვაზისუბანში დაფიქსირდა, სადაც ერთ-ერთი ბინის ფანჯარაზე, რომელიც ლოჯიდან ეზოში გადადის და ამას, ცხადია, არსებითი მნიშვნელობა აქვს, O.o სმაილი გამოისახა.

O.o სმაილი ინტერნეტ და ციფრული კომუნიკაციის სამყაროში გაკვირვებისა და გაოცების გამოსახატად გამოიყენება. როგორც ჩიტისთვის გახდა ცნობილი, აღნიშნული სმაილი, ფანჯარაზე, რაღაც არაამქვეყნიურმა ძალამ გამოსახა, რითიც ქართველი ერის ბოლო დროინდელ ისტერიას გამოეხმაურა.

O.o სმაილთან ამ დრომდე არ წყდება მომლოცველთა ნაკადი, რომლებიც ფანჯარასთან მიდიან ოცდებიან და შემდეგ სხვა გაზუნტყლულ ფანჯრებთან მიდიან და იქ გამოსახულ უცნაურ სიმბოლოებსა და კონტურებთან სანთლებს ანთებენ.

სასწაულებრივი შუშიზმი ამ ყველაფრით არ მთავრდება, როგორც ჩიტს რამდენიმე ავტომფლობელმა განუცხადა, მათ მანქანებზე გამრეცხეს ნაცვლად, უხილავმა ზეციურმა ხელმა "განმბანე" წააწერეს. თუმცა აღნიშნული მოწოდება თბილისელებში ამბივალენტურ გრძნობებს ბადებს, მათ არ იციან მანქანა, რომელსაც უხილავი ხელი შეეხო მართლა უნდა განბანონ თუ არა.

აღნიშნულ საკითხზე საპატრიარქო დუმილს იქამდე შეინარჩუნებს, ვიდრე თემაში ლგბტ თემის თემა არ შემოვა.

კომენტარები