ბიძინა ივანიშვილი ზღვას დააშრობს

7,094 ნახვა 3 სგ
3 სგ

ოფიციალური ინფორმაციით, ბატონი ბიძინა 2017 წლის ბოლომდე განრიგის მიხედვით, ყოველდღიურად მივა ზღვის სანაპიროსთან და 1 ჭიქა ზღვის წყალს დალევს. მან ასევე, ამ პროექტის ფარგლებში, მხარში დადგომა სთხოვა ბატონ ლევან ვასაძეს, გოგი თოფაძესა და ქართველ მამულიშვილთა კავშირს. 
ბატონი ბიძინა ზღვის დაშრობას ჯერ პატარა ყავის ჭიქებით (ე.წ. მადონას სერვისით) , ხოლო შემდეგ დიდი 'სტაქნებით' ეცდება. არსებული ინფორმაციით, ბ-ნი ბიძინა ყოველ დღე დიდ ყლუპებად მოხვრეპს წყალს და თუ საჭიროა სათლითაც გაიტანს.

მან ასევე დახმარება სთხოვა თერგდალეულთა კავშირს და პასუხად ზედმეტად უხერხული კითხვა მიიღო, რომელზეც დღესდღეობით საზოგადოების უდიდესი ნაწილი დავობს.

2016 წლის ბოლომდე მას განზრახული აქვს დააშროს ზღვის 1/4, ხოლო 2017 წლის ბოლომდე ბატონი ლევან ვასაძის, გოგი თოფაძისა და პაპუა ახალი გვინეის პრეზიდენტ პიტერ ონილთან ერთად ეცდება სრულიად რეკორდულ დროში დალიოს მთელი ზღვის წყალი.
დაგეგმილი ინიციატივის თანახმად ყლუპების რაოდენობა გაკონტროლდება ყლუპმეტრის მეშვეობით და ყოველგვარი ექსცესების თავიდან არიდების მიზნით, ყოველ დღე, ექსკლუზიურად ბატონ ბიძინას ორგანიზმიდან მარილის მოსაშორებლად გაწურავენ.

ბატონმა ბიძინამ უკვე განახორციელა ისეთი შესანიშნავი პროექტი, როგორიცაა 'ხის-თავიანი 2016'.

ასევე, არსებული ინფორმაციით ბატონმა ლევანმა უკვე იცის ბატონი ბიძინას **ეობების შესახებ და მზად არის მხარი აუბას ნებისმიერ ინიციატივაში. თანხმობის ნიშნად ჩოხა შეისწორა, ეჭვანი ააწკრიალა და ბატონ ბიძინას მომღიმარი მზერა სტყორცნა. 

გოგი თოფაძემ  უარი განაცხადა კომენტარზე და მხოლოდ ის თქვა, რომ 'ზღვის დაშრობა საქართველოს ბიზნეს-კლიმატს გადასარევად შეეწყობა'.

კომენტარები