საპატრიარქოს წარმომადგენლები სამებაში გაჩენილ ხანძარს ეხმაურებიან

2,650 ნახვა 2 სგ
2 სგ

სამების საკათედრო ტაძარში გაჩენილ ხანძარს საპატრიარქოს წარმომადგენლები ეხმაურებიან.

მათი განცხადებით, განსხვავებით იაპონიის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვის, თბილისის ზოოპარკის თუ სხვა მაგალითებისაგან, საქართველოს მოსახლეობამ ეს ღვთის სასჯელად არ უნდა მიიღოს, რადგან ზემოდხსენებული ინსტიტუცია მხოლოდ ღვთივსულიერების ფარგლებში ახორციელებს თავის თეორიულ და პრაქტიკულ საქმოანობას და უფალს მათთან სასაყვედურო, მით უმეტეს - ასეთი ვანდალური ფორმით და თან საკუთარ სახლზე, არ უნდა ჰქონოდა.

პირად საუბრებში, "საპატრიარქოს უბედურ შემთხვევათა მიზეზების კვლევის ჯგუფის" თავმჯდომარე, კატაკლიზმოლოლოგიის მეცნიერებათ დოქტორი გაჩენილი ცეცხლის წინასწარ განზრახულობას, ან ადამიანურ უყურადღებობას გამორიცხავს:

„მოგეხსენებათ, ახლოვდება აღდგომის და შესაბამისად  წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის უდიდესი დღესასწაული, რომელიც, თავის მხრივ, მოძრავი დღესასწაულების რიცხვს განეკუთვნება და ზუსტი თარიღის დადგენა მათემატიკურ თუ სხვა მიმართულებებში გარკვეულ კვალიფიკაციას მოითხოვს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ „იუნესკოს“ მონაცემებით, მსოფლიოში კიდევ ორმოცამდე რთული სტრუქტურის მქონე რელიგიური თუ სამოქალაქო კალენდარია. ჩვენი ჯგუფი ინდუქციური და დედუქციური მეთოდების სინთეზის ხარჯზე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ასეთი ცოცვადი, მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი კალენდრების პირობებში ღმერთმა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ანგარიშისას მექანიკური შეცდომა დაუშვა და ღვთიური ცეცხლი არასწორ დროს, არასწორ ადგილზე გარდამოუშვა“

უკანასკნელი ინფორმაციით, ცეცხლი ლიკვიდირებულია. მიმდინარეობს გამოძიება ორთავ სოფელსა შინა.

კომენტარები