სნუპ დოგი მეტადონის პროგრამაში ჩაეწერა

10,557 ნახვა 3 სგ
3 სგ

Black Sea Jazz Festival-ზე მყოფი ცნობილი რეპერი Snoop Dogg-ი საქართველოში დარჩენას აპირებს. 

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სნუპ დოგზე გუშინდელმა ქართველმა მაყურებელმა ისე კარგად იმოქმედა, ამერიკელი რეპერი მეტადონის პროგრამაში ჩაეწერა და ანსამბლ ორერასთან ერთად უახლოეს მომავალში ალბომსაც გამოუშვებს, რომელშიც ქართული ხალხური სიმღერები და ნატო მეტონიძესთან დუეტიც შევა.

ჩვენი ინფორმაციით, სნუპს ძალიან მოეწონა ხინკალი, "This shit is gooooood, man!" თქვა მან ხინკლის გაწუწვნისას. 

რეპერი ასევე აღფთოვანდა ყაზბეგითა და ხედით ფუნიკულიორიდან, სადაც მაგარ მოწეულზე პონჩიკები გაძოვა. 

კომენტარები