გერმანია სახელმწიფო დროშას ცვლის

8,042 ნახვა 4 სგ
4 სგ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან დღეს გამართული ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, გერმანიის ახალმა ელჩმა სახელმწიფო დროშის შეცვლა დააანონსა.

როგორც ბეტინა კარდენბახმა ჩიტთან საუბარში აღნიშნა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გერმანიას სრულიად ახლებურად დაანახა მათი სახელმწიფო დროშის მნიშვნელობა. ბეტინა კარდენბახის თქმით, თინა ხიდაშელთან გამართული შეხვედრის ამსახველი ფოტომასალის გავრცელებისთანავე, მას ანგელა მერკელი დაუკავშირდა, და მთელი გერმანიის სახელით მადლობა გადაუხადა. ანგელა მერკელმა ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებისთვის საქართველოს მადლობის ოფიციალური წერილიც გამოუგზავნა, რომელიც ერთ კვირაში, საზეიმო ვითარებაში ჩამოვა.

ბეტინა კარდენბახის ინფორმაციით, გერმანიის სახელმწიფო დროშის შეცვლის (ამოტრიალების) შესახებ ახალი კანონპროექტი ბუნდესტაგში უკვე შესულია და მას ამ კვირაშივე სასწრაფო წესით მიიღებენ.

კომენტარები