პატრიარქის გამოსვლის შემდეგ აშშ გონს მოეგო და ლგბტ ქორწინება გააუქმა

16,312 ნახვა 2 სგ
2 სგ

სრულიად საქართველოს პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორეს საკვირაო ქადაგების შემდეგ ამერიკის უზენაესმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება ლგბტ პირებისთვის ქორწინების უფლების მინიჭების შესახებ გააუქმა. 

შეგახსენებთ, რომ უწმინდესმა და უნეტარესმა აშშ-ში "ერთსქესიანთა" ქორწინების დაკანონებას დიდი შეცდომა უწოდა. 

"მედიიდან და პრესიდან ვიცით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა შტატში იყოს დაშვებული ერთსქესიანთა ქორწინება. ეს დიდი შეცდომაა და ამას ამბობენ თვითონ ამერიკელები, სასულიერო პირები. ამას ვადასტურებთ ჩვენც და ვამბობთ, რომ ეს არის დიდი შეცდომა", - განაცხადა პატრიარქმა.

ამ განცხადებამ ამერიკელ მოსამართლეებისა და პოლიტიკოსებში გამოსაფხიზლებელი შემოლაწუნების როლი ითამაშა. 

"დილას, ტრადიციულად ტოსტის, ფორთხოლის წვენისა და IPN-ის წაკითხვით ვიყავი დაკავებული და სწორედ მაშინ წავაწყდი პატრიარქის ამ განცხადებას." განაცხადა აშშ ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. მისი თქმით, სტატიის ჩაკითხვა ჯერ დამთავრებული არ ჰქონდა როდესაც პრეზიდენტი ობამას ზარი შევიდა მის ტელეფონზე და გაწბილებულმა პრეზიდენტმა სასწარფოდ ზომების მიღება მოსთხოვა. 

"მაშინვე გავაკეთე ვაიბერში გრუფ ჩატი, სადაც უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლე ჩავყარე და გავუგზავნე ამ სტატიის ლინკი. თქვენ წარმოიდგინეთ, არც ერთს არ დაუსვამს შეკითხვა, რას გულისხმობ ან ახლა რა ვქნათო, ყველა მათგანმა პასუხად მოიწერა Okay და ნახევარ საათში უკვე გაუქმებული ჰქონდათ ეს დამღუპველი, სამარცხვინო და არაქრისტიანული გადაწყვეტილება." დასძინა ბაიდენმა. 

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ასევე დიდი მადლობა გადაუხადა მანანა-არჩილ კობახიძეს, რომელმაც თავის ფეისბუქზე გამოთქვა შეშფოთება და ქორწინების თანასწორობის აქტი დაგმო. ბაიდენის თქმით, ქალბატონ მანანა-არჩილს ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს ამერიკის პარტნიორობის იმედი და თავისი სიტყვა ყოველთვის უნდა თქვას.

პრესკონფერენციის დასასრულს ჯო ბაიდენმა უღრმესი მადლობა გადაუხადა საქართველოს, ქვეყანას, რომელიც დღემდე ინარჩუნებს უზენაეს ქრისტიანულ ღირებულებებს.

"თქვენს მიწაზე დააბიჯებდა ანდრია პირველწოდებული, ქრისტეს მოციქული, რომელმაც პირველმა შემოიტანა საქართველოში ქრისტიანობა. და სწორედ საქართველოდა უნდა დაიწყოს მთელი მსოფლიოს ახლიდან გაქრისიტიანება და ჭეშმარიტ გზაზე დაყენება." ხელები გაასავსავა მან.  

კომენტარები