ულტრა-პროგრესულმა ფბ მომხმარებელმა დაასკვნა, რომ საზოგადოებაში ბნელა

3,041 ნახვა 0 სგ
0 სგ

ადგილობრივმა მომხმარებელმა ლიკაკო ღამბაშიძემ გუშინ facebook.com-ზე უმნიშვნელოვანესი, უნიკალური დასკვნა გამოაქვეყნა.

“თბილისში ბნელა, მაგრად ბნელა ;)” - წერს ღამბაშიძემ.

დაწერისთანავე, პოსტმა სოციალურ ქსელში ფართო და არაერთგვარობანი რეაქცია გამოიწვია. “აუ მაგრაად,” დაწერა ერთმა მეგობარმა, რისთვისაც მან რამდენიმე “ლაიქი” დაიმსახურა. სხვებმა გარეთ გაიხედეს და კაშკაშა მზის დანახვისთანავე დაბნეული კომენტარები დატოვეს.

პოსტის ავტორის თქმით, ეს დაბნეული პირები თავადაც “ბნელები” არიან.

“თუ ვერ მიხვდით, ეს ირონიული პოსტია,” დასძინა თვითკმაყოფილმა ღამბაშიძემ. “თვალის ჩაკვრა ნიშნავს, რომ პირდაპირი მნიშვნელობით არ იგულისხმება, ანუ გადატანითით."

ღამბაშიძემ დაამატა, რომ მისი სოციოლოგიური ანალიზი მხოლოდ ამ პოსტით არ შეოიფარგლება და ის მალე არა მხოლოდ სტატუსებს, მაგრამ უფრო ვრცელ note-ებსაც დაწერს.

“თემატიკა უკვე მოფიქრებული მაქვს,” თქვა ფეისბუკ-სოციოლოგმა, “მაგალითად, მინდა ყველას ვაჩვენო, რომ ქართული განათლების დონე დაბალია, რომ მამაოები ჯიპებით დადიან, რომ პატრიარქი არა-პატრიოტია, ტაბურეტკიანი მამაო, და ასე შემდეგ. საზოგადოების კიდევ ძალიან ბევრ საკითხზე აეხილება თვალი და ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ სიბნელე არ დამარცხდება და რელობა არ გაიმარჯვებს."

“ილიაუნის” სოციოლოგიის განყოფილებამ მაშინვე შენიშნა ინოვაციური პოსტი და ავტორს პროფესორის თანამდებობა შესთავაზა.

“დღევანდელ რეალობაში, უნივერსიტეტს ჭირდება რადიკალურად მოაზროვნე, კრიტიკული ინტელექტუალები.” განაცხადა უნივერისტეტის დეკანმა.

ბოლო ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ გოგი გვახარიამ პროფესორ ღამბაშიძის friend request მიიღო, რითაც ქალბატონი ლიკაკო საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც საჯარო ინტელექტუალი. 

კომენტარები